Thumbnail
  • ოფიციალურად: უეფას აღმასკომი გადაიდო
  • ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები ამ აღმასკომზეა დამოკიდებული

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უეფას აღმასკომის მომდევნო შეკრება 17 ივნისს გაიმართება...

აღმასკომის სხდომა, რომელიც, რა თქმა უნდა, ონლაინ უნდა გამართულიყო, თავიდან 27 მაისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა სამი კვირით გადაიდო. 

მეტი ამ თემაზე:

"გადადების მიზეზი ის არის, რომ რჩება რამდენიმე ღია საკითხი, მათ შორის ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქების სტადიონების მცირე ნაწილთან დაკავშირებით", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ფიფას აღმასკომს 27 მაისს უნდა ემსჯელა მიმდინარე სეზონის დასრულების თარიღებზე, ასევე მომდევნო სეზონის დაგეგმვაზე და სანაკრებო საკითხებზე. ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის გამართვის თარიღი და პირობები გვაინტერესებს. როგორც ჩანს, 17 ივნისამდე ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა და სულ ორი გამარჯვება აშორებს ისტორიულ მიღწევასთან. გუნდმა შინ ბელარუსი უნდა დაამარცხოს და შემდეგ ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს მატჩის გამარჯვებულს აჯობოს და ისტორიაში პირველად დიდ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. 

ევროს პლეი ოფები თავიდან 26 და 31 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო ივნისისთვის გადაიდო. შემდეგ ტურნირი კვლავ გადაიდო შემოდგომისთვის. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას 27 მაისის აღმასკომზე ელოდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები