Thumbnail

ბათუმის სტადიონი - ძირითადი სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
  • მუშაობა გარე ტერიტორიასა და უსაფრთხოების სისტემებზე მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ყველა ძირითადი სამუშაო ფაქტობრივად დასრულებულია და ამჯერად სამუშაოები გარე ტერიტორიის, შიდა კოსმეტიკური და უსფართხოების სისტემების მიმართულებით მიმდინარეობს.

1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობა აქტიურად გრძელდება, ხოლო საჩრდილობლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა.

სტადიონის უსაფთხოების სტანდარტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ, უეფას მოთხოვნებთან. ამ ეტაპზე უსაფრთხოების სისტემა დეტალურ შემოწმებასა და ტესტირებას გადის.

ბათუმის სტადიონი, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, 20 000 მაყურებელს დაიტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები