Thumbnail
  • გლაზგოს ჰემპტენ პარკი ევრო 2020-ს უმასპინძლებს
  • 27 მაისს გაირკვევა, რომელი მასპინძელი ქალაქი გამოაკლდება სიას

რამდენიმე დღის წინათ, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევრო 2020-ის 12 მასპინძელი სტადიონიდან, 3-ს პრობლემები შეექმნა, მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. პრობლემატურ სტადიონთა სიაში იყო გლაზგოს "ჰემპდენ პარკიც"...

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

თუმცა ქალაქ გლაზგოს ლოკალურმა საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია და გლაზგო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს და 1/8 ფინალს აუცილებლად უმასპინძლებს. ამ ჯგუფური ეტაპის მატჩებში ერთ-ერთი მონაწილე შოტლანდია იქნება, თუკი ნაკრები პლეი ოფში გაიმარჯვებს. 

ევრო 2020-ს 2021 წლის ზაფხულში 12 ქალაქი უმასპინძლებს: ლონდონი, რომი, გლაზგო, მიუნხენი, ბაქო, სანკტ პეტერბურგი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, ამსტერდამი, ბილბაო, დუბლინი და კოპენჰაგენი. 27 მაისს უეფას აღმასკომზე დამტკიცდება ქალაქების საბოლოო სია. 

შეგახსენებთ, რომ გარკვეული პრობლემები ჰქონდათ მიუნხენსა და კოპენჰაგენსაც, თუმცა იქაც ყველა საკითხი მოგვარებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები