Thumbnail

პაოლო მალდინი რეალში? ლეგენდას მილანთან უთანხმოება აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 51 წლის პაოლო მალდინის მილანური კლუბის მფლობელებთან უთანხმოება აქვს
  • ვითარებას ყურადღებით რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აკვირდება

საფეხბურთო კლუბ მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაულო მალდინიმ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. მისი მიწვევით მადრიდის რეალია დაინტერესებული.

ესპანური მედიის ცნობით, "როსონერისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულ მცველს მილანური კლუბის ხელმღვანელობასთან უთანხმოება აქვს და წასვლაზე ფიქრობს. მანამდე მილანის დირექტორთა საბჭო გუნდის სხვა ყოფილმა ფეხბურთელმა - ზვონიმირ ბობანმა დატოვა, რომელსაც ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

როგორც იკვევა, პაოლო მალდინისთან დაკავშირებით ვითარებას თვალს მადრიდის რეალი ადევნებს და შესაძლოა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 51 წლის ფუნქციონერს სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზოს, თუკი ეს უკანასკნელი მილანს დაემშვიდობება.

აღსანიშნავია, რომ რეალში ამჟამად ამ თანამდებობაზე ემილიო ბუტრაგენიო მუშაობს.

პაოლოს 19 წლის ვაჟი დანიელი მილანში მალდინების დინასტიის გამგრძელებელია

პაოლო მალდინიმ მთელი კარიერა მილანში გაატარა, რომლის ღირსებას 1984-2009 წლებში იცავდა. ლეგენდარულმა მცველმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო, იტალიის ჩემპიონატში კი 7-ჯერ გაიმარჯვა. პაოლო კლუბის სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს.

იტალიის 2019/20 წლების ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. სერია A-ს განახლების სავარაუდო ვადად 12-13 ივნისი სახელდება.

ჩემპიონატში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ, სტეფანო პიოლის გაწვრთნილ მილანს 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები