Thumbnail

ფეხსაცმელები 653 ათას დოლარად - ჯორდანის ნივთები აუქციონზე გაიყიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ასეთი თანხა Sotheby’s-ზე სპორტულ ფეხსაცმელში არასდროს გადაუხდიათ
  • გაიყიდა ის ბუცებიც, რომლითაც მაიკლ ჯორდანი ბეისბოლს თამაშობდა

ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის კუთვნილი 2 ნივთი ცნობილ აუქციონ Sotheby’s-ზე გაიყიდა და მათში ჯამში 650 ათას დოლარზე მეტი იქნა გადახდილი.

განსაკუთრებული ინტერესი ჩიკაგო ბულსის ვარსკვლავის სპორტულმა ფეხსაცმელმა გამოიწვია, რომელიც მას სადებიუტო სეზონში (1984-85) ეცვა. მყიდველმა 560 ათასი დოლარი გაიღო, ასეთი თანხა კი, აქამდე, აუქციონზე, სპორტული ფეხსაცმელში არავის გადაუხდია.

მსურველი გამოუჩნდა ჯორდანის ბუცებსაც მისივე ავტოგრაფით, რომლითაც ის ბეისბოლის ლიგაში ბირმინგემ ბარონსის ღირსებას იცავდა. თავის დროზე მაიკლმა ის ჩიკაგო უაით სოქსის კომენტატორს აჩუქა. ისინი 93 ათას დოლარად გაიყიდა.

ჯორდანმა საკალათბურთო კარიერა 1993 წელს შეწყვიტა და ძალები ბეისბოლში სცადა, თუმცა, 1 წლის თავზე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად იქნა არჩეული და ბულსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. მაიკლი ლიგის ფინალების 6-გზის უძვირფასესი მოთამაშეა (MVP), სეზონის MVP 5-ჯერ იყო, ლიგის “ოლ სტარში” კი 14-ჯერ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები