Thumbnail
  • უნიონისა და ბაიერნის მატჩს ერთი გულშემატკივარი მაინც დაესწრო
  • პოლიციამ ის ხიდან მალევე ჩამოიყვანა

ასეთ რამ გერმანულ ფეხბურთში ალბათ 60-იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა…

ბერლინის უნიონისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ერთმა ფანმა მაინც შეძლო თამაშზე გარკვეულწილად დასწრება: ის იქვე, სტადიონთან მდებარე ტყის 12-მეტრიან ხეზე აძვრა და მატჩს უყურებდა. რამდენიმე წუთით ის ერთადერთი გულშემატკივარი იყო, რომელიც რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგის მატჩს დაესწრო - თუკი შეიძლება, რომ ამას დასწრება ეწოდოს.

ხეებიდან მოედანი საკმაოდ კარგად ჩანს

თუმცა მისი ‘პრივილეგია’ მალე დასრულდა. ასეთი შემთხვევებისთვის სტადიონთან 400 პოლიციელი იყო მობილიზებული და რამდენიმე წუთში სამართალდამცავებმა ბერლინელი კაცი აიძულეს, ხიდან ჩამოსულიყო. აღსანიშნავია, რომ მას ჯარიმა, ან რაიმე სასჯელი არ ემუქრება. ისე, გოლების ნახვა მაინც ვერ მოასწრო...

ბუნდესლიგის 26-ე ტური ორშაბათს, ბრემენის ვერდერისა და ლევერკუზენის მატჩით დასრულდება. ყველაფერს, რაც ამ შეხვედრის წინ უნდა იცოდეთ, ამ სტატიაში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები