Thumbnail
  • 18 წლის ლია მიქიაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს
  • ის ოკლაჰომა ქრისტიან უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი ლია მიქიაშვილი, რომელიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში 2017 წლიდან თამაშობს, კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. ის ოკლაჰომა ქრისტიან უნივერსიტეტში ითამაშებს.

ლია საქართველოს U18 და U19 ნაკრებების კაპიტანი იყო, გასულ სეზონში კი დინამოს ქალთა გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

"ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი და აგრესიული ცენტრია. მიქიაშვილი ფარზე კარგად თამაშობს და მოედნის კარგი ხედვა აქვს'', - ასე ახასიათებს ქართველ გოგონას უნივერსიტეტის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კარგი სეზონი ჰქონდა კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელ ნატალია ოთხმეზურს . ის ამერიკის კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთი კონფერენციის (Region IX) ჩემპიონი გახდა

კომენტარები

ბოლო ამბები