Thumbnail

‘აგვისტოში დავასრულებთ’ – უეფას პრეზიდენტის ოპტიმისტური განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'არაა გამორიცხული, ევროპის ჩემპიონატი 10, 9 ან 8 ქალაქში ჩატარდეს'
  • ალეკსანდერ ჩეფერინის აზრით, ქვეყნების 80% მათ გეგმას გაითვალისწინებს

უეფას პრეზიდენტის ალეკსანდერ ჩეფერინის აზრით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონთა და ევროპის ლიგების გათამაშება აგვისტოში დასრულდება და იგივე შეიძლება ითქვას საფეხბურთო ჩემპიონატების უმეტესობაზე, დაახლოებით 80%-ზე. ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელმა თავისი აზრი ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესახებაც გამოთქვა.

“გვინდა, ამ იდეას მივყვეთ, თუმცა, საბოლოო პასუხი მაინც უეფას აღმასრულებელ კომიტეტზეა. თუკი არაფერი შეიცვალა, აგვისტოში ევროთასების დასრულება ძალიან რეალურია. აი, ეროვნული ჩემპიონატები მაინც სხვა საკითხია, რადგანაც ეს კონკრეტული ქვეყნების გადასაწყვეტია და ჩვენ მათ ვერ ვუბრძანებთ. პირადად ჩემი აზრია, რომ მათი უმეტესობა ჩვენს აზრს გაიზიარებს და იგივე გეგმას მიჰყვება. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ თუკი ევროთასებზე თამაში სურთ, კვალიფიკაციის გავლა ყველა ვარიანტში მოუწევთ. კარგი იქნება, თუკი ფრანგული კლუბები შინ თამაშს მოახერხებენ. ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება მათ მაყურებლების გარეშე იასპარეზონ, თუმცა, მათი ნებაა, უფლება აქვთ ნეიტრალურ სარბიელზე გავიდნენ. რაც შეეხება ევროპის ჩემპოიონატს. იცით, რომ მასპინძელი 12 ქალაქია და მათგან ცხრას არანაირი პრობლემა არ აქვს, სამთან კი, მოლაპარაკებები გრძელდება. თუკი რაიმე შეიცვალა, შესაძლოა, ტურნირი 10, 9 ან 8 ქალაქში ჩატარდეს”.

კომენტარები

ბოლო ამბები