Thumbnail

გერმანიის ჩემპიონატი განახლდა და ყველამ დავინახეთ, რომ უმაყურებლო ფეხბურთსაც არა უშავს. ყოველ შემთხვევაში, უფეხბურთობას ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია!

ბუნდესლიგის 26-ე ტური ორშაბათს დასრულდება. ანუ, ის, რაც პარასკევის მატჩის გაუქმებით დაგვაკლეს, გერმანელები ფეხბურთს მონატრებულ ადამიანებს ორშაბათის მატჩით გვიბრუნებენ. ტურის ბოლო შეხვედრა ბრემენის ვერდერისა და ლევერკუზენის დაპირისპირებაა - თამაში, რომელიც წესით უხვგოლიანი უნდა გამოვიდეს. მართალია, 65-დღიანი იძულებითი პაუზის გამო არავინ იცის, როგორ ფორმაშია ერთი, ან მეორე გუნდი, მაგრამ თუ ამ სიტუაციაში რაიმე ლოგიკა შეიძლება არსებობდეს, ამ მატჩში გოლები უნდა ვნახოთ!

ვერდერს და ლევერკუზენს, როგორც ეს ბოლო წლებში ტრადიციაც იქცა, ამ სეზონში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. თუკი ‘ფარმაცევტები’ მეხუთე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებენ, ბრემენელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან გადარჩენაზე ოცნებობენ.

ლევერკუზენთან ბრემენელთა მთავარი იმედი მილოტ რაშიცაა (7). პირველ წრეში 2:2 დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიამდე ვერდერი საშინელ ფორმაში იყო - გუნდმა ზედიზედ ხუთი თამაში ვერ მოიგო (0/1/4), საკუთარ მოედანზე კი ვერდერს სულაც ზედიზედ 6 მარცხი აქვს. კორონა-პაუზის შემდეგაც, ბრემენულ კლუბს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს, რადგან ლევერკუზენთან (მე-5 ადგილი) დუელის შემდეგ, ფრაიბურგს (7), გლადბახს (3), შალკეს (8), აინტრახტს (13) და ვოლფსბურგს (6) უნდა შეხვდეს.

ერთი სიტყვით, ლევერკუზენი ამ მატჩის ფავორიტია, ვერდერს კი, რეალურად, დასაკარგი აღარაფერი აქვს. არავინ იცის, როგორ ფორმაში არიან გუნდები ასეთი დიდი პაუზის შემდეგ, მაგრამ კლასში სხვაობა არცისე მცირეა. ახლა კი საინტერესო სტატისტიკური ფაქტები, რომლებიც ბევრ მინიშნებას მოგცემთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ვერდერს ბუნდესლიგაში ბოლო 6 საშინაო მატჩი წაგებული აქვს, ბოლო 3-ში კი I ტაიმში ფრეს თამაშობდა და მატჩს აგებდა.

⚽ ბრემენელებს ბოლო 5 საშინაო მატჩში გოლი არ გაუტანიათ.

⚽ ვერდერი გერმანიის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშში მინიმუმ 2 გოლს უშვებდა. 

⚽ ვერდერისა და ლევერკუზენის ბოლო 3 დუელში 3,5-ზე მეტი გოლი გადიოდა

⚽ ლევერკუზენს ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს

⚽ ლევერკუზენმა ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან 9 მოიგო და არცერთში არ დამარცხდა.

⚽ ლევერკუზენის ბოლო 3 მოგებული ოფიციალური მატჩიდან 2-ში გამარჯვების გოლი არანგისმა გაიტანა და ეს ორივე შემთხვევაში მე-60 წუთის შემდეგ გააკეთა.

⚽ ვერდერი ხშირად აგებს ბოლო წუთებში მიღებული გოლებით. ბუნდესლიგაში ბოლო 5 წაგებულ მატჩში, ბრემენელები მე-60 წუთის შემდეგ საშუალოდ ერთ თამაშში 1,4 გოლს უშვებდბენ.

⚽ ბუნდესლიგაში ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან ლევერკუზენი არცერთს არ აგებდა პირველ 30 წუთში.

⚽ ვერდერსა და ლევერკუზენს შორის მატჩების ბოლო 3 ტაიმი ზედიზედ 1:1 დამთავრდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვერდერი (4-1-4-1): პავლენკა - გებრე სელასიე, მოისანდერი, თოფრაქი, ფრიდლი - ფოგტი - ეგეშტაინი, რაშიცა, შაჰინი, ბიტენკური - ზელკე.
ტრავმა: ფიულკრუგი, მიოვალდი, პისარო, აუგუსტინსონი
დისკვალიფიკაცია: კლაასენი

ლევერკუზენი (3-4-2-1): ჰრადეცკი - ტაპსობა, თაა, ბენდერი - ვაიზერი, არანგისი, პაულინიო, სინკგრავენი - ჰავერტცი, დიაბი - ალარიო.
ტრავმა: ფოლანდი
დისკვალიფიკაცია: არავინ

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

 

კომენტარები

ბოლო ამბები