Thumbnail
  • უეფას ლიცენზია ევროპულ ტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა მიიღო
  • პირველად განხორციელდა ქალთა კლუბების ლიცენზირება უეფას ჩემპიონთა ლიგისთვის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 2020/2021 წლების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული მდგომაროების გამო, სალიცენზიო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა და შეუფერხებლად დასრულდა.

განხილულ იქნა უეფას 2020/2021 წ.წ. სეზონისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხები და ლიცენზირების კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებიც საფეხბურთო კლუბებს ეცნობა. კერძოდ, უეფას ლიცენზია მიიღო ევროპის 2020/2021 წწ. საკლუბო ტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა: ფ.კ. დინამო თბილისი, ფ.კ. დინამო ბათუმი, ფ.კ. საბურთალო თბილისი, ფ.კ. ლოკომოტივი თბილისი.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად განხორციელდა ქალთა ფეხბურთის კლუბების ლიცენზირება უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წ. გამარჯვებულმა კლუბმა ლანჩხუთმა საჭირო პროცედურები წარმატებით გაიარა და შესაბამისი ლიცენზია მიიღო.

ლიცენზირების პროცესში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა ფეხბურთის კლუბი ნიკე თბილისი და ფ.კ. ნორჩი დინამო მერანი თბილისის ქალთა გუნდი. კლუბებს მიღებული გამოცდილება საქართველოს ქალთა ლიგის ლიცენზირების პროცესში გამოადგებათ, რომელიც მომავალი სეზონიდან დაინერგება.

ლიცენზირების კომიტეტის ონლაინ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს და ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უეფას კლუბების ლიცენზირების უფროსმა – ალეშ ზავრლმა, ასევე სფფ-ის ხელმძღვანელებმა - გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ.

კომენტარები

ბოლო ამბები