Thumbnail

'იქ მესია და ეს პრობლემაა' - მელო ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფელიპე მელომ ნეიმარის შესახებ ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა
  • ვეტერანი ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ნეიმარი საფრანგეთში ბრწყინვალედ თამაშობს

იუვენტუსის, ინტერის და გალათასაირაის ყოფილი ფეხბურთელი ფელიპე მელო დღეს პალმეირასის ღირსებას იცავს. ვეტერანმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ნეიმარის შესახებ ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“რასაც ნეიმარი აკეთებს საფრანგეთის ჩემპიონატში, ეს წარმოუდგენელია. შეხედეთ რიცხვებს, სტატისტიკას და ამაში დარწმუნდებით. ლიგა 1-ში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და იქ, ტექნიკის დემონსტრირება ადვილი არ არის. ამიტომ, მისი შედეგები უნდა დავაფასოთ. პსჟ-სთან ერთად ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, სხვა შემთხვევაში კი ბარსელონაში უნდა დაბრუნდეს. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ბარსელონაში ლიონელ მესი თამაშობს. ნეიმარისთვის ეს ნამდვილად პრობლემაა”. - განაცხადა ფელიპე მელომ.

ნეიმარი ბარსელონაში 2013-დან 2017 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერი 222 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. დღეს, თამაშს გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი მიუნხენის ბაიერნიც განაახლებს - რეკორდმაისტერი ბერლინის უნიონს ხვდება. ტური ორშაბათს, ბრემენის ვერდერის და ლევერკუზენის ბაიერის მატჩით დასრულდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები