Thumbnail
  • გერმანელი სებასტიან ფეტელი ამ სეზონის შემდეგ ფერარის დატოვებს
  • ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება მისი მომავალი
  • მერსედესის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ფეტელი მისთვის თემაა

მას შემდეგ, რაც წლის ბოლოს სებასტიან ფეტელის ფერარიდან წასვლის ამბავი დადასტურდა, ბევრმა თქვა და დაწერა, რომ არის შანსი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი გერმანელი მერსედესში აღმოჩნდეს. თუმცა კიდევ უფრო მეტი იმას ამბობს, რომ ამის შანსი არ არსებობს. მერსედეს-მოტორშპორტის შეფი ტოტო ვოლფი ამ თემაზე აქამდე დუმდა, ახლა კი, ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, 2021 წლიდან 32 წლის ფეტელი სწორედ მერსედესში ვიხილოთ.

ფეტელი სკუდერია ფერარის წლის ბოლოს დატოვებს

“ჩვენთვის კითხვა ასე ჟღერს: რა ვუყოთ ჯორჯ რასელს. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ოპციაა. მერე მოდის სებასტიან ფეტელის ვარიანტიც, მაგრამ ეს დღის წესრიგში პირველ ადგილზე არ გვიწერია, რადგან ჩვენს შემადგენლობაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები,” - უთხრა ტოტო ვოლფმა ORF-ს.

შეგახსენებთ, რომ ფეტელი ფერარიში წლის ბოლომდე იქნება, მომავალი წლიდან კი მას სკუდერიაში ესპანელი კარლოს საინსი შეცვლის - ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია.

📋 მეტი ფორმულა 1-ზე:

“ვფიქრობ, რომ სებასტიანი ყველაფერს აკონტროლებს. მას შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს, სულ წავიდეს, თუ სხვა გუნდში გადავიდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ კიდევ არის რამდენიმე საინტერესო ადგილი,” - დასძინა მერსედესის გუნდის შეფმა.

ფერარიდან წასვლის დადასტურების შემდეგ ფეტელი მაკლარენში გადასვლის კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ ბრიტანელებმა ავსტრალიელი დანიელ რიკარდო ამჯობინეს და დაითანხმეს. სებასთვის კიდევ ერთი ვარიანტი რენოა. არც ისაა გამორიცხული, რომ ფეტელმა სულაც კარიერა დაასრულოს.

კომენტარები

ბოლო ამბები