Thumbnail

'ეს უკვე გულისამრევია, ვითამაშოთ ფეხბურთი!' - მარჩელო ლიპი იტალიას აკრიტიკებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღი 13 ივნისია
  • ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა

ლეგენდარული მწვრთნელი მარჩელო ლიპი აღშფოთებულია იმით, რომ იტალიაში ჯერ კიდევ არ თამაშობენ ფეხბურთს. სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღი 13 ივნისია, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.

“ის, რაც დღეს იტალიაში ხდება, გულისამრევია. საფეხბურთო ინდუსტრია ერთ-ერთი უდიდესია ქვეყანაში და რატომღაც გაჩერებულია, როდესაც სხვა შეზღუდვები მოიხსნა და ხალხი სამსახურებს დაუბრუნდა. ვირუსი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ორი თვის წინ იყო და ჩვენ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ, უნდა ვითამაშოთ თუ არა ფეხბურთი. თვითონ ეს ვირუსი ცალკე თემაა: კაციობრიობა ისე განვითარდა, რომ მარსზე ვაგზავნით ხომალდებს და ამ დროს ვაქცინა ვერ შევქმენით. ეს სრული აბსურდია, რომელსაც წყობიდან გამოვყავარ,” - განაცხადა მარჩელო ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. დღეს, თამაშს გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი მიუნხენის ბაიერნიც განაახლებს - რეკორდმაისტერი ბერლინის უნიონს ხვდება. ხვალ, ტურის ბოლო მატჩია: ბრემენის ვერდერი ლევერკუზენს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები