Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს
  • საბა კვერკველიას თანაგუნდელი ჯეფერსონ ფარფანი კლინიკაში იმყოფება

მოსკოვის ლოკომოტივმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის პერუელ ფეხბურთელ ჯეფერსონ ფარფანს კორონავირუსი აქვს. შესაბამისად, 35 წლის წლის შემტევი რუსეთში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც იცით, მოსკოვის ლოკომოტივშია საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველიაც! ფარფანი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. 

“ჯანმრთელობას საუკეთესოს გისურვებთ, ჯეფ. მალე გამოჯანმრთელდი” - დაპოსტა კლუბმა ტვიტერში.

აღსანიშნავია, რომ ჯეფერსონ ფარფანს ამ სეზონში, მუხლის ტრავმის გამო რუსეთის პრემიერლიგაში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. რუსეთის ჩემპიონატი 17 მარტიდან შეჩერებულია, რესტარტი კი 21 ივნისსაა დაგეგმილი.

რამდენიმე კვირაა, რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ამ მხრივ ქვეყანა მესამე ადგილზეა აშშ-ის და ესპანეთის შემდეგ. რუსეთში კოვიდ-19 ოფიციალურად სულ 272 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 2 500-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა 63 000-ზე მეტი ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება. სულ გარდაიცვალა 300 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა თითქმის 2 მილიონი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. დღეს, თამაშს გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი მიუნხენის ბაიერნიც განაახლებს - რეკორდმაისტერი ბერლინის უნიონს ხვდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები