Thumbnail

მესამე გამარჯვება UFC-ში - გიგა ჭიკაძემ ირვინ რივერა დაამარცხა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა
  • მისი მეტოქე 31 წლის ირვინ რივერა იყო

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ 16 მაისს ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა გამართა. გიგას მაიკ დევისთან უწევდა დაპირისპირება, თუმცა ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, მეტოქე შეიცვალა. მაიკ დევისმა კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ აარიდა თავი გიგასთან ბრძოლას.

ჭიკაძე მექსიკელ ირვინ რივერას შეხვდა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. გიგა სამივე რაუნდში სტაბილური იყო. მან მეტოქეს რამდენჯერმე ძალიან ძლიერად დაარტყა. რივერას ჭიკაძის დარტყმების დაბლოკვა უჭირდა. ფაქტია, რომ კლასში სხვაობა იგრძნობოდა და ქართველ მებრძოლს აშკარა უპირატესობა ჰქონდა.

სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ გამარჯვება ჭიკაძეს დარჩა. გიგამ UFC-ში მესამე გამარჯვება იზეიმა. ჭიკაძეს ირვინ რივერამდე ბრენდონ დევისი და ჯამალ ემერსი ჰყავდა დამარცხებული.

მსაჯების გადაწყვეტილება: გიგა ჭიკაძე (30:27, 30:27, 30:26) ირვინ რივერა

კომენტარები

ბოლო ამბები