Thumbnail

'ფეხბურთი კონტაქტური სპორტია' - ფალკაოს უკვირს, რატომ აიკრძალა ჩახუტება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გერმანიის ბუნდესლიგა 65-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გარკვეული შეზღუდვების დაცვით განახლდა. ერთ-ერთი აკრძალვა გოლის აღნიშვნას ეხება.

ამას კოლუმბიელი რადამელ ფალკაო გამოეხმაურა, 34 წლის ფორვარდი გალათასარაის წევრია: "ვუყურებ, როგორ დაგვიბრუნდა ფეხბურთი და მიჩნდება კითხვები - რა ტექნიკური მიზეზით აიკრძალა გოლის აღნიშვნის დროს ჩახუტება? თამაშის დროს ფეხბურთელები ხშირად შედიან კონტაქტში მეტოქეებთან, კუთხურის დროს მეტოქის მცველი ლამის შენს თავზეა, ცოცხალი კედელის დროს ყველა ერთადაა". - განაცხადა ფალკაომ. 

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 26-ე ტურის მთავარ მატჩში დორტმუნდმა რურის დერბიში შალკე 4:0 გაანადგურა.

კომენტარები

ბოლო ამბები