Thumbnail
  • კვიპროსის 2019/20 წლების ჩემპიონატი ვადამდე დასრულებულად გამოცხადდა
  • ჩემპიონი ომონია გახდა, რომელიც ანორთოსისს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა
  • ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელების გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს

კვიპროსის 2019/20 წლების ჩემპიონატი, სადაც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ანორთოსისი პირველობისთვის იბრძოდა, ვადამდე დასრულდა. სამწუხაროდ, ანორთოსისი, რომლის ღირსებას რამდენიმე ქართველი ლეგიონერიც იცავს, მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, გამარჯვებულად კი ომონია გამოცხადდა.

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ სეზონის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა უსაფრთხოების პროტოკოლთან დაკავშირებით პრობლემები გამოავლინეს, რომელიც ტურნირის განახლებისთვის შეიქმნა. იუწყებიან, რომ კარანტინი დაარღვია ერთ-ერთმა გუნდმა, რომელმაც ვერ შეძლო ორკვირიანი კარანტინის დაცვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მოთამაშის ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ანორთოსისის ქართველი ლეგიონერები ჩემპიონის ტიტულთან ძალიან ახლოს იყვნენ

აღსანიშნავია, რომ ომონიას და ანორთოსისს ჩატარებული 22 ტურის შემდეგ ქულათა ერთნაირი რაოდენობა ჰქონდათ - 43-43, თუმცა ცხრილში პირველ ადგილზე ომონია იყო, რომელსაც ქეცბაიას გუნდთან ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა - (ფრე და მოგება). ახლა ომონია კვიპროსს ჩემპიონთა ლიგაში წარმოადგენს, ანორთოსისი, აპოელ-ი და აპოლონი კი - ევროპალიგაზე ითამაშებენ.

ოქრიაშვილმა ლიგის 13 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

იუწყებიან, რომ კვიპროსული უმაღლესი ლიგიდან არავინ დაქვეითდება, 2020/21 წლების სეზონში კი ქვედა დივიზიონიდან ორი გუნდი დაემატება და ტურნირი 14-გუნდიანი გახდება.

2019/20 წლების სეზონში ფამაგუსტას ანორთოსისის ღირსებას, რომელსაც თემურ ქეცბაია და სოსო ჭედია წვრთნიან, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა იცავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები