Thumbnail
  • Rugbyrama-მ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო მარცხენა ბურჯი დაასახელა
  • ხუთეულში ბორჯღალოსანი გურამ გოგიჩაშვილი შეიყვანეს

ფრანგულმა ვებგვერდმა Rugbyrama-მ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ახალგაზრდა მარცხენა ბურჯი დაასახელა. "ვინ იქნება მომავლის მარცხენა ბურჯი", - ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას.

ხუთეულში საქართველოს ნაკრების მორაგბე გურამ გოგიჩაშვილი შეიყვანეს. მასთან ერთად იტალიელი დანილო ფიშეტი, არგენტინელი მაიკო ვივასი, უელსელი რის ქარი და ავსტრალიელი ანგუს ბელი გამოარჩიეს.

Rugbyrama გურამ გოგიჩაშვილზე: რასინგის სპორტულმა დირექტორი იანიკ ნიანგა ამბობს, რომ ის მომავლის მორაგბეა. როცა ხედავ, რა შეუძლიას მას 20 წლის ასაკში... თუ ის მოინდომებს, რომ საუკეთესო ბურჯი გახდეს მსოფლიოში, ის ამას აუცილებლად შეძლებს. გურამი საფრანგეთში 2018 წელს ჩავიდა და პირველივე სათამაშო სეზონში პირველ გუნდში 23 მატჩი ჩაატარა. მან იმავე სეზონში ეროვნულ ნაკრებში 5 შეხვედრა გამართა.

გოგიჩაშვილი სრულყოფილი ბურჯია. ძალიან ძლიერია, გარდა ამისა, თამაშში მუდამ ჩართულია და დაცვაში სულ აქტიურობს. 2019 წელს მან რასინგში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რადგანაც მსოფლიო თასზე ითამაშა და რაგბი ევროპის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, ის სექტემბერში კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.

ვებგვერდზე ასევე გამოკითხვაც მიმდინარეობს, სადაც შეგიძლიათ გურამს ხმა მისცეთ. ამ დროისთვის ქართველი მორაგბე მეტოქეებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები