Thumbnail

Unreal Engine 5 - გრაფიკული ძრავი, რომელიც რეალობასთან ზღვარს შლის

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Epic Games-მა UE5-ის დემო ვერსია წარადგინა 
  • კომპანიის განცხადებით, ეს ტექნოლოგია ბაზარზე 2021 წელს გამოვა
  • UE5-ს ექნება როგორც კონსოლების, ისე PC-ის, iOS-ისა და  Android-ის მხარდაჭერა

Epic Games-მა კომპიუტერული თამაშების სტანდარტები კიდევ აამაღლა - კომპანიამ Unreal Engine 5 (UE5) წარადგინა და დემონსტრაციის სახით, PlayStation 5-ზე რეალურ დროში გრაფიკის ხარისხიც გვაჩვენა. ასეთი გრაფიკული და ტექნოლოგიური იარაღებით, მომდევნო თაობის კონსოლები - PS5 და Xbox Series X გეიმინგის ინდუსტრიაში უზარმაზარი ნახტომი იქნება.

Next-Gen Real-Time Demo Running on PlayStation 5

"ასეთი ხარისხის გრაფიკას წარდგენაც არ სჭირდება. Epic ყოველთვის ცდილობდა, შეუძლებელის განხორციელებას", - განაცხადა The Verge-სთან ინტერვიუში ტიმ სვეინიმ, Epic Games-ის Ceo-მ.

"ჩვენი მიზანი მხოლოდ ის როდია, დეველოპერებს ახალი ტექნოლოგიები მივცეთ. დღეს გეიმინგ-ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მაღალი ხარისხის თამაშების შექმნა ძალიან დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ გვინდა, დეველოპერების საქმე უფრო იოლი და პროდუქტიული გავხადოთ".

ახალი UE5-ის შესაძლებლობების საჩვენებლად, დემო ვერსია PS5-ის უკვე არსებულ მოდელზე გამოსცადეს. შედეგი კი, როგორც ვიდეოშიც ნახავთ, საოცარი ვიზუალებია, რომლის ფოტო-რეალისტური დეტალები, განათება და ატმოსფერო, სულ უფრო და უფრო ართულებს თამაშის რეალური ცხოვრებისაგან გარჩევას. Epic-ის ტექნოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის კიმ ლიბერის თქმით, "შემდეგი თაობის კონსოლები უზარმაზარი ნახტომი იქნება გეიმინგ-ტექნოლოგიაში, ხოლო UE5 ამის მომდევნო ნაბიჯია".

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

Unreal Engine 5 Demo

სვეინიმ ახალი ტექნოლოგია მნიშვნელობით Xbox 360-ის გამოსვლასა და Gears of War-ის წარმატებას შეადარა, რომელიც, იმ დროისათვის, HD გეიმინგში ნამდვილი რევოლუცია იყო. ცნობილია, რომ UE5, დემო ვერსიის, 1440p დინამიურ რენდერს, შემდეგი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებისა და ე.წ. ''რეი თრეისინგის'' გარეშე, მხოლოდ 30 fps-ზე ახდენდა, რაც ორმაგად შთამბეჭდავია.

UE5-ის უპირველესი მიზანია, დეველოპერებს გაუადვილოს მაღალი ხარისხის თამაშების ყველა პლატფორმაზე მორგება - სმარტფონიდან დაწყებული, პერსონალური კომპიუტერით დამთავრებული. ''თითოეული თაობის თამაშებში, ტექნოლოგიის გავითარებასთან ერთად, ახალ პრობლემებს ვაწყდებით. ჩვენ მხოლოდ იმას ვცდილობთ, მომავალ თაობას საქმე გავუადვილოთ და უზარმაზარი მასშტაბის თამაშები, მათთვის უფრო იოლად სამართავად ვაქციოთ", - განაცხადა სვეინიმ.

Unreal Engline 5 2021 წლის ბოლოს გამოვა და მას ექნება მომავალი თაობის კონსოლების (PS5, X box X), PC-ის, Mac-ის iOS-ისა და Android-ის მხარდაჭერა.

UE5-ის პრეზენტაცია [სრული ვიდეო]

 

კომენტარები

ბოლო ამბები