Thumbnail

ჩეფერინი: ლიგა 1-ის გაუქმება ნაადრევი გადაწყვეტილება იყო

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • პანდემიის გამო საფრანგეთის პირველობა ნაადრევად დასრულდა
  • ჩემპიონად ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი პსჟ გამოცხადდა
  • უეფას პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა

კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი ლიგა 1 დაესრულებინა. ჩემპიონად იმ დროისთვის პირველ ადგილზე მყოფი პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა.

პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონად გამოცხადდა

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონის დასრულება ნაადრევი იყო და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იმ მომენტში საჭირო სულაც არ იყო.

"გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. ჩემი პირადი აზრით, ჩემპიონატი ძალიან მალე დასრულდა. ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება, რადგან შესაძლოა სიტუაცია გაუმჯობესდეს და თამაში კვლავ შესაძლებელი გახდეს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მიიღო. რა შეიძლება გააკეთონ კლუბებმა? მხოლოდ ის, რომ პატივი სცენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჩეფერინმა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში საფრანგეთს ორი წარმომადგენელი ჰყავს - პარი სენ-ჟერმენი და ლიონი. უკვე ვიცით, რომ ისინი ეროვნულ ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებენ და იმ შემთხვევაში, თუ  ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი განახლდება, ისინი ტურნირს უთამაშებლები შეხვდებიან.   

კომენტარები

ბოლო ამბები