Thumbnail

ბითაძის საჩვენებელი ვარჯიშები სახლიდან - ინდიანამ გოგას პოსტერიც დაამზადა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვიდეო ქართველი ცენტრის მონაწილეობით პეისერსის პრესსამსახურმა გაავრცელა
  • გოგა ბითაძე პანდემიის პერიოდში შინ რჩება და ფორმის შენარჩუნებას იქ ცდილობს

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე კორონავირუსის პანდემიის ჟამს წვრთნას სახლის პირობებშიც განაგრძობს. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში პეისერსი ავრცელებს და იქ გოგა მარტივ ვარჯიშებს გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ სხვა სპორტული ღონისძიებების მსგავსად, სეზონი NBA-შიც შეწყვეტილია და ჯერაც უცნობია, მატჩების განახლება მოხერხდება თუ არა.

რაც შეეხება 20 წლის ბითაძეს, ის ინდიანელთა მაისურით პირველ სეზონს ატარებს, ამ დროისთვის მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

საინტერესოა, რომ პეისერსმა ბითაძის ე.წ. “ვოლფეიფერიც” დაამზადა და შესაბამის პოსტს საქართველოს დროშაც დაურთო. პოსტერის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები