Thumbnail

‘დამთანხმდეს, ვპირდები, არ მოვკლავ’ – ჰოლიფილდმა ტაისონი გამოიწვია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მოდით, დავგეგმოთ ეს ბრძოლა, ოღონდ, კარგი ფულიც უნდა შემოგვთავაზონ'
  • ლეგენდარული მოკრივეების ბოლო შერკინება სკანდალურად დასრულდა

მსოფლიო კრივის ქომაგები მორიგი დიდი სანახაობის მოლოდინში არიან. საუბარია 2 ლეგენდარული მოკრივის მაიკ ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის შერკინებაზე, რომელიც შესაძლოა, ზაფხულშივე ვიხილოთ. საინტერესოა, რომ პირველი 53 წლისაა, მეორე კი – 57-ის, თუმცა, ორივე აქტიურად ვარჯიშობს და ირწმუნებიან, რომ კარგ ფორმაში არიან. პირველმა შესაბამისი გამოწვევა მეტოქეს ჰოლიფილდმა გაუგზავნა:

“დიახ, მაიკთან მე-3 ორთაბრძოლა მსურს. ვიცი, რომ 57 წლის ასაკშიც კი ღირსეულად გამოსვლა და მასთან გამკლავება შემიძლია, დიდებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში ვარ. ჩემი ჯები ისევ მუშაობს და სხვა დარტყმებსაც არ ვუჩივი, მაგრამ მის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ. არ მაქვს ის განწყობა, რომ რინგზე გავიდე და ტაისონს რაღაც ვავნო. მაიკის ვიდეოც ვნახე და ნამდვილად კარგად გამოიყურება. თუმცა, ეს რომ მოხდეს, მისი თანხმობაც უნდა იყოს. ამასთან, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ საქმე ნოკაუტამდე არ მივიდეს. მთავარი ის არაა, ვინ გაიმარჯვებს, უბრალოდ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი დროის უდიდესი მოკრივეები ვიყავით და კრივისთვის ახლაც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. მოდით, დავგეგმოთ ეს ბრძოლა, ოღონდ, კარგი ფულიც უნდა შემოგვთავაზონ”.

ცნობისთვის, ტაისონი და ჰოლიფილდი ერთმანეთს მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრიან. 1996 წელს გამარჯვება ევანდერმა მოიპოვა, რევანში კი 1997 წელს იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ტაისონმა მეტოქეს ყურზე უკბინა, რის გამოც ბრძოლა ნაადრევად შეწყდა და “რკინის მაიკი” დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მოკრივეების მე-3 შერკინება, შესაძლოა, 11 ივლისს, საუდის არაბეთის ქალაქ დირიაში შედგეს, თუმცა, ამაზე ოფიციალური დასტური არ არსებობს.

TYSON/HOLYFIELD 3 - One More Time (Not Official) Would you pay to watch it?

Posted by BOOOOOM on ხუთშაბათი, 14 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები