Thumbnail
  • დანა უაითმა ხაბიბისა და კონორის შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
  • ამისათვის საჭიროა, რომ მომდევნო ჩხუბი ორივემ მოიგოს

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რათა მსუბუქ წონაში მოქმედი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის და ილანდიელი კონორ მაკგრეგორის მატჩ-რევანში შედგეს.

უაითის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნურმაგომედოვი სექტემბერში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, ხოლო მაკგრეგორი კი ზაფხულში შეძლებს გამარჯვების მოპოვებას მეტოქესთან, რომლის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი 2018 წლის ოქტომბერში დაამარცხა. 

“ცხადია, რომ გეიჯის და ხაბიბის ბრძოლა შედგება. დიდი ალბათობით, ეს სექტემბერში მოხდება. ასევე გავარკვიეთ, რა ელის კონორს. იგი ბრძოლას დიდი ალბათობით ზაფხულში გამართავს. მერე გვექნება ხაბიბისა და გეიჯის ჩხუბი და შემდეგ დავნიშნავთ ბრძოლას გამარჯვებულებს შორის,” - განაცხადა დანა უაითმა Sportsnet-ის შოუ Tim & Sid-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები