Thumbnail

გიგა ჭიკაძეს მეტოქე შეუცვალეს - მაიკ დევისი მესამედ დაიმალა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მებრძოლი UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლას გამართავს
  • ბრძოლა 16 მაისს ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში შედგება
  • გიგას ახალი მეტოქე 31 წლის მექსიკელი მებრძოლი, ირვინ რივერაა

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე 16 მაისს ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლას გამართავს. გიგას მაიკ დევისთან უწევდა დაპირისპირება, თუმცა ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, მეტოქე შეიცვალა. მაიკ დევისმა კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ აარიდა თავი გიგასთან ბრძოლას. 

“და გვყავს მორიგი ახალი მეტოქე. ერთი დღით ადრე შეიცვალა ისევ ყველაფერი, ისევ ჩვენი "საყვარელი" მაიკ დევისის მიზეზით.” - დაწერა სოციალურ ქსელში გიგა ჭიკაძემ. 

Breaking News: და გვყავს მორიგი ახალი მეტოქე, ერთი დღით ადრე შეიცვალა ისევ ყველაფერი, ისევ ჩვენი "საყვარელი" მაიკ დევისის მიზეზით😅

Posted by GIGA CHIKADZE on ხუთშაბათი, 14 მაისი, 2020

გიგას ახალი მეტოქე 31 წლის მექსიკელი მებრძოლი, ირვინ რივერაა. ჭიკაძემ UFC-ში ორი ბრძოლა გამართა და ორივე მოიგო. ჯერ ბრენდონ დევისი დაამარცხა, შემდეგ კი ჯამალ ემერსი. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ქართველის მოწინააღმდეგე მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები