Thumbnail
  • ლაუტაროს ინტერიდან წასვლის ალბათობა ძალიან მაღალია 
  • კლუბი და ფეხბურთელი ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებიან

ბარსელონა მზადაა ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს და პლუს, ინტერს ორი ფეხბურთელი დაუთმოს, რომელთა ვინაობა ჯერ არ სახელდება. თუმცა, თუ იტალიურ სპორტულ მედიას ვენდობით, ინტერს ბარსას ფეხბურთელები არ აინტერესებს და მარტინესის სანაცვლოდ უფრო მეტი ფულის აღება უნდა.

ლაუტაროს ინტერიდან წასვლის ალბათობა ძალიან მაღალია, რადგან კლუბი და ფეხბურთელი ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებიან. გასარკვევი მხოლოდ ისაა, სად გააგრძელებს კარიერას 22 წლის არგენტინელი თავდამსხმელი. აქტიურად იწერება, რომ თვითონ მარტინესს მხოლოდ ბარსელონაში სურს თამაში და ამიტომ, ინტერს ყველანაირი შეთავაზების დაბლოკვა ურჩია ინგლისური პრემიერლიგის კლუბებიდან. 

ამავდროულად, ვრცელდება ცნობები, რომ ინტერი უკვე ეძებს ლაუტარო მარტინესის შემცვლელს. ყველაზე ხშირად ორი თავდამსხმელი სახელდება: ტიმო ვერნერი ლაიფციგიდან და პიერ-ემერიკ ობამეიანგი არსენალიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები