Thumbnail
  • soccer.ru-მ რუსული პრემიერ-ლიგის TOP 10 ქართველი ლეგიონერის სია შეადგინა
  • შელია, გოგრიჭიანი, გახოკიძე, დევაძე და სხვები ათეულში ვერ მოხვდნენ

soccer.ru-მ რუსული პრემიერ-ლიგის ისტორიაში ქართველ ლეგიონერთა TOP 10 შეადგინა. "რუსული გამოცემა თავიდანვე აღნიშნავს, რომ სიაში მხოლოდ "ოფიციალური საქართველო" მოხვდა - ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში თამაშობენ. ასე რომ, წარმოშობით ქართველები რეიტინგში ვერ მოხვდნენ, მაგალითად, წიკლაური, ჯიქია და თეთრაძე.

ქართველი ლეგიონერები რუსეთის პრემიერ-ლიგაში. TOP 10

10. გია გრიგალავა

როსტოვი, მოსკვა, ვოლგა, კრილია სოვეტოვი, ანჟი, არსენალი)
194 თამაში, 6 გოლი

ტოპქართველებში ყველაზე "მოგზაური" ფეხბურთელი - მან ჩვენს ჩემპიონატში 6 (!) კლუბი გამოიცვალა. ამ მცველს არც დიდი აღიარება აქვს და არც ტიტულები, მაგრამ ის 15 წელი მაღალ დონეზე თამაშობს რუსეთში. სეზონი პანდემიის გამო რომ არ შეწყვეტილიყო, გიას პრემიერ-ლიგაში უკვე 200 მატჩი ექნებოდა გამართული, თუმცა ამ ნიშნულს ის მაინც მალე მიაღწევს.

9. ალეკო ამისულაშვილი

შინიკი, ნალჩკიკი, კრასნოდარი, კრილია სოვეტოვი
215 თამაში, 14 გოლი

კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, რომელმაც რამდენიმე კლუბი მოიარა რუსეთში. მისი კარიერა კიევის დინამოში ვერ აეწყო, მაგრამ მან ნალჩიკის სპარტაკში ძლიერად ითამაშა, სადაც ჯუდოვიჩთან კარგი ტანდემი შექმნა. კრასნოდარში ამისულაშვილი გუნდის კაპიტანი გახდა.

8. ლევან კობიაშვილი 

ლევან კობიაშვილი

ალანია
24 მატჩი, 6 გოლი

რუსეთში მხოლოდ 1 სეზონი ითამაშა, მაგრამ ბრწყინვალედ. ამიტომაც მის გარეშე საუკეთესო ქართველთა რეიტინგი ვერ იქნება. 1997 წელს ლევანმა ვლადიკავკაზში იჯარით ითამაშა და იმ სეზონში საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მიიღო. კობიაშვილი ასევე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და საუკეთესო უცხოელი გახდა. კობიაშვილმა შემდგომში ბრწყინვალე კარიერა აიწყო ბუნდესლიგაში და საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა 100 თამაშით.

7. ლაშა სალუქვაძე

რუბინი, ვოლგა
131 თამაში, 4 გოლი

ლაშა სალუქვაძე

შრომისმოყვარე ქართველმა მცველმა თავისი წვლილი შეიტანა რუბინის ორ საჩემპიონო სეზონში. სალუქვაძე ყურბან ბერდიევის ტიპური "უნივერსალური ჯარისკაცი" იყო, მან დაცვაში ყველა პოზიციაზე ითამაშა და საყრდენ ნახევარმცველადაც სცადა ბედი. ყველგან ლაშა გუნდისთვის სასარგებლო იყო.

6. მიხეილ აშვეთია

ალანია, ლოკომოტივი, რუბინი, როსტოვი
150 მატჩი, 34 გოლი

მიხეილ აშვეთია

1997 წლიდან აშვეთია ხან ალანიაში თამაშობდა, ხან სამშობლოში ბრუნდებოდა. შემდეგ ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ სუპერთასიც მოიგო. მიხეილი დიდი ტალანტი იყო, მან კარიერაში 200 გოლი გაიტანა, მაგრამ მას სტაბილურობა აკლდა. როცა ფორმაში იყო, მეტოქის მცველებს ატერორებდა, მაგრამ იყო თამაშები, როცა აშვეთია უბრალოდ მოედანზე დადიოდა.

5. მალხაზ ასათიანი

ლოკომოტივი
157 თამაში, 9 გოლი

მალხაზ ასათიანი

მისთვის ლოკომოტივი კარიერის მთავარი გუნდი გახდა - იქ 7 სეზონი გაატარა. მოიგო ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი. მან 29 წლის ასაკში მოულოდნელად დაასრულა კარიერა.

4. ჯანო ანანიძე

სპარტაკი, როსტოვი, კრილია სოვეტოვუ
179 მატჩი, 22 გოლი

თქმა არ უნდა, სპარტაკში ანანიძისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. მას ისეთი ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა, რომ სხვანაირად არც იქნებოდა - პირველი გოლი რომ გაიტანა, ჯერ 17 წლისაც არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ გაამართლა, ჯანომ თავისი კვალი მაინც დატოვა. მოიგო, ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი. 

3. საბა კვერკველია 

რუბინი, ლოკომოტივი
214 თამაში, 7 გოლი

საბა უკვე 10 წელზე მეტია, რაც რუსეთში თამაშობს. თავიდან ის ზენიტის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. კვერკველიამ ლოკომოტივში ტიტულებიც მოიგო და ევროპული გუნდების დაინტერესებაც დაიმსახურა. 2018 წელს ის პრემიერ-ლიგის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს.

2. ზაზა ჯანაშია
194 თამაში, 50 გოლი

ზაზა ჯანაშია

რუსეთის თასი 4-ჯერ მოიგო, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა, სამჯერ დასჯერდა ვერცხლის მედლებს. ჯანაშია ლოკომოტივის ერთ-ერთი სიმბოლოა. ფორვარდი, რომელსაც ზედმეტი წონაც კი არ უშლიდა ხელს - მას გაჰქონდა და გოლებს კულბიტებით აღნიშნავდა.

1. გიორგი დემეტრაძე

ალანია, ლოკომოტივი
77 მატჩი, 44 გოლი

მან რუსეთში ტოპათეულში მოხვედრილებიდან ბევრზე ნაკლები ითამაშა, ვერც ტიტულები მოიგო, მაგრამ ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო ქართველ ფეხბურთელებში. მხოლოდ სტატისტიკაც კი ბევრზე მეტყველებს. 1999 წელს დემეტრაძე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან 21 გოლი გაიტანა. სამწუხაროა, რომ მას ტრავმებმა და საეჭვო გარემომ ვერ შეუწყო ხელი, რომ მართლაც დიდი კარიერა აეწყო. 2010 წელს გიორგი ციხეშიც მოხვდა. 

რუსულ პრემიერ-ლიგაში წლების განმავლობაში ასზე მეტ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ახლა ამ ჩემპიონატში ხუთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს: საბა კვერკველია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე და გია გრიგალავა.

აღსანიშნავია, რომ TOP 10-ში ვერ მოხვდნენ გოჩა გოგრიჭიანი და მურთაზ შელია. სიაში არ არიან არც გიორგი გახოკიძე, გოგიტა გოგუა, აკაკი დევაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქინქლაძე და სხვები.

კომენტარები

ბოლო ამბები