Thumbnail

ტალიაფიკო: აიაქსი გასაოცარი კლუბია, თუმცა ერედივიზიეში კონკურენცია დაბალია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • არგენტინელმა გასულ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა
  • ფეხბურთელის დამატება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს  

ნიკოლას ტალიაფიკო გასულ სეზონში ამსტერდამის აიაქსთან ერთად ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მაღალ დონეზეც თამაშობდა. ბევრი ფიქრობდა, რომ არგენტინელი ნიდერლანდებს დატოვებდა და სხვა, რომელიმე უფრო ძლიერ ჩემპიონატში გააგრძელდებდა კარიერას, თუმცა ეს ასე არ მოხდა და 27 წლის ფეხბურთელი ისევ ამსტერდამშია.

მარცხენ განაპირა მცველის დამატება ბევრ გუნდს სურდა. მათ შორის მადრიდის რეალს, ბარსელონას, ჩელსის და არსენალს. იყო მანჩესტერ იუნაიტედის და პარი სენ-ჟერმენის ვარიანტებიც. ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ტალიაფიკო ამჯერად აიაქსში აღარ დარჩება და გუნდს 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს.

გუნდის გამოცვლის შესახებ თავად არგენტინელმა ისაუბრა. ნიკოლასმა განაცხადა, რომ მას სურს, უფრო კონკურენტუნარიან და ძლიერ ჩემპიონატში გადავიდეს. მისი თქმით, დროა მან ახალი გამოწვევა მიიღოს და თავი უფრო მაღალ დონეზე გამოსცადოს.

"ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, მეთამაშა საუკეთესო შეჯიბრებებსა და კლუბებში. აიაქსი გასაოცარი კლუბია, თუმცა ერედივიზიეში არ არის ძლიერი კონკურენცია. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქოდეს უფრო დიდი ოცნებები. ფიტნესზე ისევ ვმუშაობ და მინდა მაქსიმალურად მზად ვიყო იმ შემთხვევაში, თუ ახალ კლუბში გადავალ. დავტოვებ თუ არა გუნდს, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია", - განუცხადა ტალიაფიკომ არგენტინულ რადიოსადგურ Continental-ს. 

კომენტარები

ბოლო ამბები