Thumbnail

თითქმის 40-წლიანი მეგობრობა დასრულდა - სპალდინგის ბურთით NBA-ში აღარ ითამაშებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 37 წლიანი ტრადიცია დასრულდა
  • სპალდინგი NBA-ს ბურთებით 1983 წლიდან ამარაგებდა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სპალდინგი ლეგენდარული ბურთით კალათბურთის ვარსკვლავები აღარ ითამაშებენ, ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2021-22 წლების სეზონიდან მას უილსონის ბურთები ჩაანაცვლებს.

ბურთის შესაკერად საჭირო ტყავის მომწოდებელი იგივე დარჩება, ასევე ბურთი შეინარჩუნებს 8 ნაწილიან ფორმას და სათამაშო სპეციფიკაციებს. ასევე, უილსონს დაევალა რამდენიმე სეზონის შემდეგ ახალი ბურთის შექმნა.

ფართო მასები უილსონის ბურთებს ძირითადად ჩოგბურთით და ფრენბურთით იცნობენ, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ 2001 წლის რობერტ ზემეკისის ნამუშევარში 'გარიყული' სადაც ტომ ჰენქსი მთელი ფილმი უილსონის ბურთს ელაპარაკება.

თუმცა, უილსონი NBA-ს ბურთებს 1946-1983 წლებში აწვდიდა და კალათბურთი კომპანიისთვის უცხო არაა, კომპანია ბურთებით ასევე ქალთა NBA-ს კოლეჯის ლიგას, აფრიკის ლიგას და სხვა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან დაკავშირებულ სხვა ლიგებსაც მოამარაგებს.

კალათბურთს თავდაპირველად მეცხრამეტე საუკუნეში ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ, 1896 წელს კი კალათბურთის ბურთი შეკერეს. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ 1948 წელს (უილსონის დროს) კალათბურთის ბურთის ზომა შეიცვალა და მიიღო ისეთი ზომა, როგორიც დღეს აქვს

კომენტარები

ბოლო ამბები