Thumbnail
  • საქართველოს პირველი ჩოგანი ახალ ტურნირზე ივნისში ითამაშებს
  • ცნობილია იმ მეტოქეთა ვინაობაც, ვინც ნიკოლოზს ბელგრადში დახვდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტურნირში, რომელსაც უკვე ეწოდა აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი.

View this post on Instagram

🙌🔥🙌

A post shared by Janko Tipsarevic (@tipsarevicjanko) on

ექსპერიმენტული შეჯიბრის იდეის ავტორი და ორგანიზატორი წარსულში ცნობილი სერბი ჩოგბურთელი იანკო ტიპსარევიჩია. ის 2012 წელს მსოფლიოს მე-8 ჩოგანი გახლდათ, კარიერა შარშან დაასრულა, ამჟამად კი, ბელგრადში საჩოგბურთო აკადემია აქვს და ტურნირის ჩატარებასაც იქ გეგმავს.

იანკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ ჩოგბურთელების სია, რომელთაგანაც თანხმობა უკვე მიიღო. ბასილაშვილის გარდა, ბელგრადში ვიხილავთ დუშან ლაიოვიჩს (სერბეთი), დამირ ძუმჰურს (ბოსნია-ჰერცეგოვინა), დანკა კოვინიჩს (მონტენეგრო), დალილა იაკუპოვიჩსა (სლოვენია) და პატრისია მარია ტიგს (რუმინეთი).

აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის დაწყება 15 ივნისს იგეგმება, ტურნირის რეგლამენტისა და განრიგის შესახებ კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

იანკო ტიპსარევიჩი 2012 წელს მსოფლიოს მე-8 ჩოგანი იყო

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური საჩოგბურთო მატჩები მარტის შემდეგ არ ჩატარებულა და ამის მიზეზი მსოფლიოს მოდებული კორონავირუსია. ამ მიმართულებით გარკვეულ სიახლეებს 15 მაისს უნდა ველოდეთ, თუმცა, არაოფიციალური შეხვედრები უკვე გაიმართა გერმანიაში, მომავალ თვეში კი, საჩვენებელი თამაშები საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში, კერძოდ კი, მალიორკაზე მდებარე რაფაელ ნადალის აკადემიაში იგეგმება.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ბოლო მატჩი დევისის თასზე ჩაატარა, როდესაც საქართველოს ნაკრები ესტონეთს ეთამაშებოდა. 6 მარტს ნიკოლოზმა ვლადიმირ ივანოვს 6:4, 6:1 სძლია. 28 წლის ქართველ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 საფეხურია.

კომენტარები

ბოლო ამბები