Thumbnail
  • მე-13 სეზონია, რაც ევროპულ ფეხბურთში 2 სუპერვარსკვლავის დომინაცია გრძელდება
  • ფეხბურთელები, რომლებიც მათი ჩრდილიდან გამოვიდოდნენ

"წარმოიდგინეთ ევროპული ფეხბურთი კრიშიტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გარეშე" - წერს უეფას ოფიციალური საიტი, ვის დარჩებოდა რეკორდები, ბომბარდირობა, ოქროს ბურთები და პოპულარულობა...

უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მსოფლიო ფეხბურთში ორი ვარსკვლავის დომინაციაა - კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ბევრად აღემატებიან სხვებს და ლამის ყველა რეკორდი და ინდივიდუალური ტიტული უკვე მათ ეკუთვნის. ვინ იხეირებდა მათ გარეშე?

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი

არის: რონალდო (129)
იქნებოდა: რაულ გონსალესი (71)

ქარიმ ბენზემა და რობერტ ლევანდოვსკი, რომელთაც 64-64 გოლი აქვთ გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) მოქმედ ფეხბურთელთა შორის პირველ ადგილზე იქნებოდნენ. იმის წარმოდგენაც შეიძლება, რომ ბენზემა, რომელიც დიდხანს იყო რონალდოს გუნდელი კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანდა და, ალბათ, რაულსაც გადაუსწრებდა.

რობერტ ლევანდოვსკი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მუდმივად მესის და რონალდოს ჩრდილშია

ყველაზე პოპულარული ტვიტერში

არის: რონალდო (84.6 მილიონი)
იქნებოდა: ნეიმარი (47 მილიონი)

ლეოს ტვიტერი ნაკლებად უყვარს, ინსტაგრამზე მას 150 მილიონი გამომწერი ჰყავს, მაგრამ მაინც მეორე ადგილზეა, კრიშტიანოს ინსტაგრამზე 218 მილიონი "ფოლოუერი" ჰყავს.

პოპულარულობით ნეიმარს ვერავინ შეედრებოდა

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (სეზონებში)

ბოლო 12 სეზონის განმავლობაში ან მესი ხდება ბომბარდირი ან - რონალდო, ან ორივე ერთად. მხოლოდ ერთხელ, 2014/15 წლების სეზონში მათთან გათანაბრება ნეიმარმა მოახერხა. ვინ იქნებოდა ბომბარდირი სეზონების მიხედვით:

2008:  ტორესი, დროგბა, ჯერარდი (6-6)
2009: ჯერარდი, კლოზე (7-7)
2010: ოლიჩი (7)
2011: გომესი, ეტო'ო (8-8)
2012: გომესი (12)
2013: ლევანდოვსკი (10)
2014: იბრაჰიმოვიჩი (10)
2015: ნეიმარი (10)
2016: ლევანდოვსკი (9)
2017: კავანი, ლევანდოვსკი (8-8)
2018: ფირმინო, მანე, სალაჰი (10-10)
2019: ლევანდოვსკი (8)

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (სეზონების რაოდენობი)

არის: რონალდო (7)
იქნებოდა: ლევანდოვსკი (4)

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის სეზონში

არის: რონალდო (17)
იქნებოდა: ვან ნისტელროი, გომესი (12-12)

უეფას წლის ფეხბურთელი

არის: რონალდო (სამჯერ)
იქნებოდა: ბუფონი, გრიზმანი, ინიესტა, მოდრიჩი, ნოიერი, რიბერი, სუარესი, ვან დაიკი, ჩავი (1-1)

ოქროს ბურთი

არის: მესი (6)
იქნებოდა: პლატინი, კრუიფი, ვან ბასტენი (3-3)

ნეიმარს, ჩავისა და ინიესტას ეს ტიტული არასდროს ჰქონიათ, არადა, რომ არა მესი და რონალდო, ისინი 2-2-ჯერ მოიპოვებდნენ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს.

ჩავისა და ინიესტას 2-2 ოქროს ბურთი ექნებოდათ

თითოჯერ "ოქროს ბურთს" ტორესი, რიბერი, ნოიერი, გრიზმანი და ვან დაიკი მიიღებდნენ. ბოლო 12 წლის განმავლობაში ტიტული მხოლოდ მესის (6) და რონალდოს რჩებოდა (5), თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, როცა Ballon d'Or ხორვატ ლუკა მოდრიჩს დარჩა.

ყველაზე მეტი გოლი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

არის: მესი (68)
იქნებოდა: ბენზემა (47)

ჰეთ თრიკები ჩემპიონთა ლიგაზე

არის: რონალდო (8)
იქნებოდა: ინძაგი, გომესი, ადრიანო, ლევანდოვსკი (1-1)

უეფას წლის გუნდში

არის: რონალდო (14-ჯერ)
იქნებოდა: რამოსი (7-ჯერ)

ევროპის სანაკრებო ბომბარდირი

არის: რონალდო (99)
იქნებოდა: პუშკაში (84)

კრიშტიანომ ფერენც პუშკაშის რეკორდი 2018 წლის მუნდიალზე მოხსნა. მოქმედ ფეხბურთელებში ლევანდოვსკია წინ, მას პოლონეთის ნაკრებში 61 გოლი აქვს გატანილი. მესი ამ კატეგორიაში საერთოდ არ მოხვდებოდა - არგენტინა ევროპული ქვეყანა არ არის, ლეოს ნაკრებში 70 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები