Thumbnail

ბელარუსის საფეხბურთო კლუბ ნემანში მოთამაშე გიორგი ქანთარიას, ეჭვის მიუხედავად, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 23 წლის ქართველმა მცველს, რომელიც ინფექციის ნიშნები ჰქონდა, რამდენმე დღე ინფექციურ საავადმყოფოში გაატარა და COVID 19-ზე ორი ტესტიც ჩაიტარა, თუმცა პასუხები ორივე ჯერზე უარყოფითი აღმოჩნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე ჩემპიონატში ერთი გოლი უკვე გაიტანა

გიორგის სხეულის ტემპერატურის მატება 3 მაისს აღენიშნა, რის შემდეგაც კლუბის მედპერსონალის გადაწყვეტილებით, ის საავადმყოფოში ვირუსზე შესამოწმებლად და იზოლაციისთვის გადაიყვანეს. 

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ქანთარია გუნდს დაუბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბელარუსის ჩემპიონატი არ გაჩერებულა. ქვეყანაში COVID 19 24 ათასზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 140-ს გადააჭარბა. 

კორონავირუსის პანდემიამ ბელარუსის ჩემპიონატზე ვერ იმოქმედა

ბელარუსის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ, ნემანს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს. გიორგი ქანთარიამ მიმდინარე ჩემპიონატში 6 შეხვედრაში ითამაშა და ერთი გატანილი გოლით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები