Thumbnail

გორგოძის ლელოს მაგალითზე – ახალი წესი რაგბიში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბურთის შალითისთვის მიდება საკმარისი აღარ იქნება
  • მსოფლიო რაგბიმ თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა

მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბიმ საპრეზიდენტო არჩევნები მოითავა, უშუალოდ თამაშისთვის მოიცალა და წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. ამიერიდან, ლელოდ აღარ ჩაითვლება ქმედება, როდესაც მორაგბე ბურთს კარების შალითას მიადებს.

“მსოფლიო რაგბის მისია იმაშია, რომ თამაში უფრო მარტივი, უსაფრთხო და გასაგები გახდეს. ეს ცვლილება სწორედ ამისკენ არის მიმართული. როდესაც მორაგბეები თავს ლელოსგან იცავენ, ისინი ხაზს მიღმა არიან განლაგებულნი, ამ დროს კი, შალითის გარე პერიმეტრის დაცვა თითქმის შეუძლებელი ხდება. ახალი წესი დამცველებს შანსს აძლევს, თავი ლელოსგან გადაირჩინონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

საინტერესოა, რომ მსოფლიო რაგბიმ აღნიშნულ სტატიას ფოტოდ საქართველოს და ტონგას ნაკრებთა მატჩის ეპიზოდი დაურთო. ეს, ის მომენტია, როდესაც მამუკა გორგოძემ ბურთი სწორედ კარის შალითასთან დადო და იმ შეხვედრაში ჩვენი პირველი ლელო მიითვალა. უელსელმა მსაჯმა ნაიჯელ ოუენსმა გორგოძის შედეგიანი ქმედება ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ დაადასტურა, საქართველომ კი, 2015 წლის მსოფლიო თასზე, კუნძულელებს 17:10 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები