Thumbnail
  • მატეის დე ლიხტს იტალიაში ცუდი სეზონი გამოუვიდა
  • ბარსელონამ შესაძლოა ტრანსფერში არტური ჩართოს

გასული სეზონი ამსტერდამის აიაქსს მშვენიერი გამოუვიდა. გუნდმა შეძლო და მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გავიდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ლონდონის ტოტენჰემთან.

ჰოლანდიური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ცენტრალური მცველი მატეის დე ლიხტი იყო. მისი კარგი თამაში ევროპულ გრანდებს არ გამოპარვიათ და ჰოლანდიელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს.

დე ლიხტის დამატება განსაკუთრებით სურდათ ბარსელონასა და იუვენტუსს. საბოლოოდ 20 წლის ფეხბურთლი ტურინში აღმოჩნდა, განსხვავებით მისი თანაგუნდელი ფრენკი დე იონგისგან, რომელმაც კარიერის გაგრძელება კატალონიურ კლუბში გადაწყვიტა.

მატეის სერია A-ში ცუდი სეზონი გამოუვიდა. საკუთარ კარში გატანილი გოლი, ხშირად დაშვებული შეცდომები და მის გამო დანიშნული რამდენიმე თერთმეტმეტრიანი. მოკლედ, ჰოლანდიელი ისე ვერ თამაშობს, როგორც იტალიაში ელოდნენ.

Mundo Deportivo-ის ინფორმაციის თანახმად, ბარსელონამ ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესი განაახლა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ეცდება დე ლიხტი მის რიგებში იხილოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშოდ საკმარისი დრო ეძლევა, ფიქრობენ, რომ მაურიციო სარის ხელში მას სათამაშო დრო შეუმცირდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად დე ლიხტიც მზადაა, საშინელი სეზონის შემდეგ იტალია დატოვოს და ესპანეთში გადაბარგდეს. იუვნეტუსი და ბარსელონა რამდენიმე ფეხბურთელზე ლაპარაკობენ. მათ შორის არის ბრაზილიელი არტური. ვარაუდობენ, რომ ბარსელონა შეეცდება ნახევარმცველი ჰოლანდიელის ტრასფერში ჩართოს.

ბარსელონას უკანა ხაზში პრობლემები აქვს. განსაკუთრებით კი დაცვის ცენტრში. სამუელ უმტიტი ხშირად ტრავმიანობს და ფორმაში ყოფნას ვერ ახერხებს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კი ფიქრობს, რომ დე ლიხტის დამატებით დაცვით ხაზში არსებული პრობლემები შემცირდება.     

კომენტარები

ბოლო ამბები