Thumbnail
  • ყაზაიშვილის სან ხოსე კანზას სიტისთან 2:3 დამარცხდა.
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გოლი ზედიზედ მეორე მატჩში.
  • MLS-ის ახლახან დაწყებულ სეზონში ვაკოს 2 თამაშში 2 გოლი აქვს.

ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსემ MLS-ში მეორე მატჩი გამართა და ამჯერად დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის კლუბმა კანზას სიტისთან სტუმრად 2:3 წააგო. ყაზაიშვილი ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იყო და 4-4-2 ტაქტიკურ სქემაში, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა.

ასე გაათანაბრა ვაკომ ანგარიში

კანზას სიტი სანჩესის პენალტით იგებდა. მატჩის 34-ე წუთზე ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ვაკომ მარჯვენა მცველის, ნიკ ლიმას ჩაწოდებით ისარგებლა - ქართველმა ჯერ თავით დაარტყა, მაგრამ მცველმა მოიგერია, მერე კი ფეხით დაამატა და მასპინძელთა მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

თუმცა ყაზაიშვილის გუნდმა ეს მატჩი საბოლოოდ მაინც წააგო. ორი მატჩის შემდეგ, სან ხოსეს 3 ქულა აქვს, ვაკოს კი - 2 გოლი. ყაზაიშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 1 აპრილს გამართავს - სან ხოსე ნიუ იორკ სიტის უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები