Thumbnail

კაშია და ყაზაიშვილი დისნეის პარკში - MLS სეზონის განახლებას ასე აპირებს

  • ამერიკის ფეხბურთის ლიგაში 2020 წლის სეზონის განახლების ვარიანტზე ფიქრობენ
  • ერთ-ერთი ვარიანტი 26-ივე გუნდის ფლორიდის შტატში, კარანტინში განთავსებაა
  • გეგმის თანახმად, ლიგის ყველაზე მატჩი დისნეის პარკის ტერიტორიაზე ჩატარდება 

MLS-ში, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის, მიმდინარე სეზონის განახლების ვარიანტებს განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანი ამერიკული ლიგის 26-ივე გუნდის ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოს რაიონში დაბანაკებაა, მატჩების გამართვა კი უმაყურებლოდ დისნეის სპორტკომპლექსში იგეგმება. 

MLS-ის მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და მომსახურე პერსონალმა, რომელიც ერთად 1000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, გარკვეული ხნის განმავლობაში, Walt Disney World-ის სიახლოვეს, ერთ-ერთ კურორტზე, კარანტინში უნდა იცხოვრონ. 

გუნდები წვრთნასა და თამაშს, ძირითადად, არენა ESPN Wide World of Sports-ზე შეძლებენ, რომელიც დისნეის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ცნობისთვის, კომპანია ESPN, რომელსაც ეკუთვნის Disney, ამერიკული ლიგის ერთ-ერთი პარტნიორია.

სპორტული კომპლექსი მცირე და დიდი ზომის არაერთ მოედანს მოიცავს

სავარაუდოდ, MLS გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებს და სეზონის განახლების ვადებს დაადგენს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში, ჩატარებული ორი ტურის შემდეგ, თავდაპირველი გადაწყვეილებით, 8 ივნისამდე შეჩერდა. 

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდს - სან ხოსეს, თითო ფრე და მარცხი აქვს, მესამე ტურის მატჩი კი შინ სიეტლთან უწევდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მოუსწრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები