Thumbnail

პორტუგალიის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LPFP) ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ 2019/20 წლების სეზონი 4 ივნისს განახლდება...

"ბოლო დღეებში სხვადახვა ორგანიზაციასთან გავიარეთ კონსულტაციები, რომ ჩემპიონატის განახლება უსაფრთოდ მოხდეს. გადაწყდა - ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები 4 ივნისს დაიწყება".

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ერთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს - ვიტორია სეტუბალის კარს გიორგი მაკარიძე იცავს. 

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო პირველობები კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, შეწყდა. ბოლო ცნობებით, მსოფლიოში 4.2 მილიონი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. 288 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1.5 მილიონი გამოჯანმრთელდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები