Thumbnail

კონგრესი ეთიოპიის ნაცვლად ონლაინ გაიმართება - ფიფას გადაწყვეტილებები 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფუტსალის მუნდიალი 2021 წლის შემოდგომით გაიმართება
  • ფიფას კონგრესი ეთიოპიის ნაცვლად ონლაინ გაიმართება

დღეს ფიფას საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელმაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის პანდემიის ეფექტის გამო კალენდართან დაკავშირებით...

ფიფას 20-წლამდელ გოგონათა მსოფლიოს თასი კოსტა რიკასა და პანამაში 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.

17-წლამდელ გოგონათა მუნდიალიც მომავალი წლისთვის გადაიდო - ის ინდოეთში 17 თებერვალს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება.

ფუტსალის მუნდიალი 2020 ლიტვაში 2021 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. 

ადის აბებაში გასამართი ფიფას კონგრესი ონლაინ ფორმით გაიმართება 2020 წლის 18 სექტემბერს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში სპორტული ღონისძიებების უმრავლესობა შეაჩერა, მათ შორის საფეხბურთოც. დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 4.1 მილიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები