Thumbnail
  • Спорт-Экспресс-მა საბჭოთა კავშირის ნაკრები 2020 შეადგინა
  • გიორგი ჯიქია სასტარტოში, საბა კვერკველია განაცხადში, გიორგი ჩაკვეტაძე რეზერვში

რუსულმა სპორტულმა გაზეთმა Спорт-Экспресс-მა უცნაური ნაკრები შეადგინა - საბჭოთა კავშირი 2020 წელსაც რომ არსებობდეს, როგორი იქნებოდა ნაკრების 23-კაციანი განაცხადი, როგორი იქნებოდა ძირითადი შემადგენლობა...

აღსანიშნავია, რომ 23-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელია - საბა კვერკველია, ერთიც სარეზერვო სიაში მოხვდა - გიორგი ჩაკვეტაძე. რაც შეეხება გიორგი ჯიქიას ის 11-ეულშიც მოხვდა, მაგრამ მან 2017 წელს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა.

საბჭოთა კავშირი 1991 წლიდან აღარ არსებობს, ქართველები კი ამ ნაკრებში 1990 წლიდან აღარ მონაწილეობენ.

"ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე შესაძლოა, სამმა ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ ითამაშოს - რუსეთმა და უკრაინამ უკვე მოიპოვეს ევრო 2020-ის საგზურები, ხოლო საქართველოსა და ბელარუსს ამის შანსი პლეი ოფიდან აქვთ (სადაც ერთამენთს ეთამაშებიან). ამას დავუმატოთ აზიის თასი, სადაც რეგულარულად თამაშობს საკმაოდ ძლიერი უზბეკეთის ნაკრები. 

ამიტომ, ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ნაკრები 2020 წელს. თქმა არ უნდა, ეს ნაკრები ევრო 2020-ზე აუცილებლად მოხვდებოდა და, ალბათ, იქ შორსაც გავიდოდა. ჩვენი კრიტერიუმი ასეთია: 23 მოთამაშე", - წერს რუსული გამოცემა.

გუნდში 11 რუსი, 8 უკრაინელი და თითო ქართველი, სომეხი, ბელარუსი და უზბეკი ფეხბურთელი მოხვდა. 

საბჭოთა კავშირის ნაკრები 2020

მეკარეები: ლუნინი, პიატოვი (ორივე უკრაინა), გილერმე (რუსეთი)

განაპირა მცველები: მარიუ ფერნანდესი, კარავაევი, ჟირკოვი (ყველა რუსეთი), მიკოლენკო (უკრაინა)

ცენტრალური მცველები: რაკიცკი (უკრაინა), ჯიქია (რუსეთი), მარტინოვიჩი (ბელარუსი), კვერკველია (საქართველო).

ცენტრალური ნახევარმცველები: ზინჩენკო, სტეპანენკო (ორივე უკრაინა), გოლოვინი, ზობნინი (ორივე რუსეთი).

შემტევი ნახევარმცველები: იარმოლენკო, ციგანკოვი (უკრაინა), ალექსანდრ მირანჩუკი, ჩერიშევი (ყველა რუსეთი), მხითარიანი (სომხეთი).

თავდამსხმელები: ძიუბა (რუსეთი), შომუროდოვი (უზბეკეთი), სმოლოვოი (რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები