Thumbnail

შეთავაზება ესპანურ კლუბებს - ACB ლიგა პლეი ოფის გარეშე?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანური დიარიო AS-ის ინფორმაციით, ACB ლიგა კლუბებს უჩვეულო მომდევნო სეზონს სთავაზობს - 2020/21 წლების ლიგა ენდესას პლეი ოფი არ ექნება...

ახლა ჯერი კლუბებზეა, რომლებიც უნდა დათანხმდნენ ამ უჩვეულო შემოთავაზებას, რომ ოფიციალური სახე მიეცეს. ამის მიზეზი რამდენიმეა. დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში 18-ის ნაცვლად 20 კლუბი იქნება (გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა). გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი, ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი, ორივე ეს ტურნირი მომდევნო სეზონის კალენდარს დააწვება. 

არის კიდევ ერთი ვარიანტი. გარკვეული ეტაპიდან გუნდების ორ ჯგუფად გაყოფა (10-10), ამ შემთხვევაში შემოკლებული პლეი ოფის შანსი რჩება (1/4 ფინალიდან). სხვა მხრივ, ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა 2021 წელს რეგულარული სეზონის მიხედვით გაირკვევა. 

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის დასრულების გეგმა უკვე შემუშავებულია. ბრძოლას 12 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. სეზონი სავარაუდოდ, 31 მაისს განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ესპანეთში სულ 230 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 26 ათასი გარდაიცვალა, ხოლო 140 ათასი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები