Thumbnail

FIFA 21 | გამოსვლის თარიღი, ფასი, კონსოლები და ახალი ფუნქციები

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

2020 წელი სპორტული თამაშების მოყვარულებისთვის საინტერესო და მოვლენებით დატვირთული უნდა ყოფილიყო: PES 21-სა და FIFA 21-ს შორის დაპირისპირება და ორი ახალი თამაშის თითქმის ერთდროულად გამოსვლა, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა. თუმცა, გლობალურმა პანდემიამ ორივე კომპანია შეაფერხა: Konami-მ, შესაძლოა, ახალი PES-ის გამოშვება 2022 წლამდე გადადოს. რაც შეეხება EA-ს, ისინი FIFA 21-ს 2020 წლის შემოდგომაზე გვპირდებიან, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ გაურკვეველია.

Overwatch League [17.05]
გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • San Francisco Shock
  • Atlanta Reign

თუკი FIFA-ს მთავარი მეტოქე მართლაც ასეთ გასაჭირშია, EA-ს მშვენიერი შანსი აქვს, რომ თამაში გამოასწოროს და ფანების კეთილგანწყობა მოიპოვოს. ალბათ, გახსოვთ, რომ FIFA 20-ის შეფასებები, არც ჩვეულებრივი გეიმერებისაგან და არც კიბერსპორტსმენებისაგან, დადებითი არ ყოფილა. Fnatic-ის Tekkz, FIFA-ს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჩემპიონატიდანაც კი გააძევეს, როცა მან FIFA 20 მოიხსენია, როგორც ''თამაში, რომელიც არავის მოსწონს.'' მიუხედავად იმისა, რომ ტეკკზმა ჩემპიონატის ნახევარფინალი მოიგო, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თამაში ''გამოუსადეგარია'' და ''მისი მოგება ნებისმიერს შეუძლია".

EA-ს კრიტიკის მიმართ რომ კარგი დამოკიდებულება არა აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია თავადაც ხედავს თამაშის მთავარ მინუსებს და მათ გამოსწორებას შეეცდება.

China, Dota 2 [19.05]
გამოკითხვა

როგორი იქნება რუკების ზუსტი ანგარიში?
Vici Gaming Potential vs Aster.aries

  • 1:2
  • 2:1
  • 0:2
  • 2:0

რა სიახლეებს გვპირდება FIFA 21

პანდემიის გამო, FIFA 21-ის პრეზენტაცია E3-ზე აღარ შედგება, EA თამაშის წარდგენას ვირტუალურ ივენთზე გეგმავს. EA, Play Live 11 ივნისს გაიმართება. სავარაუდოდ, თრეილერსაც მაშინ ვნახავთ და თამაშის ახალი ფუნქციების შესახებაც გავიგებთ. მანამდე კი, ძირითადად, ვარაუდებსა და ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ვეყრდნობით.

კარიერის რეჟიმი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ფანები ელოდებიან, კარიერის რეჟიმის გაუმჯობესებაა. თამაშის ფორუმებზე ყველაზე ხშირად სწორედ ეს მოთხოვნა ისმის. ფანებს უფრო რეალისტური ტრანსფერების სისტემა, ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშში ინტეგრაცია და სტადიონის ედიტორის ნახვა სურთ.

ლეგენდები

აქამდე, FIFA-ს ყველა თამაშში ახალი ''ლეგენდების'' დამატება ტრადიცია იყო. ლეგენდებში ცნობილი ფეხბურთელების პროფილები, ისტორია და კარიერა შეგეძლოთ წაგეკითხათ. ახალი ლეგენდები FIFA 21-საც დაემატება და თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ მათ შორის იქნებიან: დევიდ ბექჰემი, ფრანც ბექენბაუერი, ოლივერ კანი და ფრანჩესკო ტოტი.

ვიდეო ასისტენტი მსაჯი (VAR)

VAR-ის გამოჩენა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მიუხედავად იმისა, რომ VAR პირველად 2017 წელს გამოჩნდა, FIFA-ს თამაშში ეს ფუნქცია ჯერ კიდევ არ არსებობს. კომპანია ამას იმით ხსნიდა, რომ კომპიუტერულ თამაშში, თავად კომპიუტერია მსაჯი და შესაბამისად, მას VAR-ის დამატება აღარ სჭირდება. ეს კონცეფცია ახლა უკვე იმდენად პოპულარულია, რომ EA-ს ალბათ მოუწევს, თუნდაც მხოლოდ ვიზუალური მხრით, მოთამაშეებს VAR შესთავაზოს. 

ქუჩის ფეხბურთი (Volta)

FIFA 20-ში ქუჩის ფეხბურთის დამატებამ ნაწილობრივ გაამართლა. Volta, ერთის მხრივ, უკვე საკმაოდ კარგი რეჟიმია: საკუთარი ისტორიით, საუნდთრექითა და კარგი გეიმფლეით, თუმცა, მისი გაუმჯობესება ბევრი მიმართულებით შეიძლება, განსაკუთრებით კი უფრო მეტი უნარებისა და კომბინაციების დამატების კუთხით.

ლიგები და კლუბები

FIFA-ს ლიგებისა და კლუბების ნაკლებობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, თუმცა, ფანები რამდენიმე ფაქტით მაინც უკმაყოფილო არიან. მათგან ერთ-ერთია, იუვენტუსის ''პიემონტე კალჩიოს'' სახელით გამოჩენა. ასევე, თამაშში ბარსელონას ლეგენდარული სტადიონის, კამპ ნოუს არარსებობა. სავარაუდოდ, ამ პრობლემებს FIFA 21-იც ვერაფერს მოუხერხებს: Konami-მ PES-ისთვის ექსკლუზიური უფლება დაისაკუთრა. ამ ორ ბრენდს შორის ექსკლუზივებზე ნამდვილი ომი მიმდინარეობს.

CS:GO [13.05]
გამოკითხვა

ვინ მოკლავს პირველი?

  • Astralis
  • G2 Esports

ახალი გარეკანი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა თამაშის გარეკანს ეხება. ვინ იქნება გამოსახული FIFA 21-ის ყდაზე? რამდენიმე კანდიდატის სახელი უკვე ცნობილია. FIFA 20-ის სტანდარტული ვერსიის ყდაზე ედენ აზარი იყო გამოსახული, ხოლო ჩემპიონებისაზე: ვირჯილ ვან დაიკი. არსებობს ვერსია, რომ FIFA 21-ზეც ამ დუოს ვიხილავთ. ეს უნიკალური შემთხვევა არც იქნება: ალბათ გახსოვთ, რომ FIFA 18-ისა და FIFA 19-ის ყდაზე კრიშტიანუ რონალდო პოზირებდა. ამის გათვალისწინებით, რონალდოს დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა. ასევე გამორიცხულია, FIFA 21-ის ყდაზე მესი ვიხილოთ: ამაზე ექსკლუზიური უფლება Konami-სა და PES-ს ეკუთვნით. 

ფანების სურვილია, FIFA-მ მეტი ყურადღება დაუთმოს ახალი თაობის ამომავალ ვარსკვლავებს. შესაბამისად, კანდიდატებად განიხილებია კილიან მბაპე და ერლინგ ჰაალანდი. ასევე, შანსი აქვთ მოჰამედ სალაჰს, პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანს. 

საინტერესოა ისიც, რომ თამაშის ყდისთვის ვარსკვლავის შესარჩევად, FIFA-ს ფანებთან ურთიერთობის ვებ-გვერდ Fifplay-ზე გამოკითხვა მიმდინარეობს. ამჟამად მასში პირველ ადგილს სონ ჰინ მინი იკავებს ხმების 34 %-ით, მას სულ ოდნავ ჩამორჩება ვუ ლეი, 33 %-ით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, FIFA 21-ის გამოსვლას 2020 წლის შემოდგომაზე, უფრო ზუსტად კი, სექტემბრის ბოლოს ველოდებით. თამაში PS4-ზე, Xbox One-სა და PC-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის მოერგება ახალი FIFA შემდეგი თაობის კონსოლებს;  PS5-სა და Xbox Series-ს. თამაშის სტანდარტული ვერსიის ფასი 60$ იქნება, Champions Edition 80$ ეღირება, ხოლო Ultimate Edition 90 ან 100 დოლარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები