Thumbnail
  • კინგლსი კომანი ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდაა
  • ფეხბურთელის დამატება ევროპის რამდენიმე გრანდს სურს

კინგსლი კომანი ერთ-ერთი ნიჭიერი და გამოცდილი ახალგაზრდა მოთამაშეა ევროპის მასშტაბით. 23 წლის ფეხბურთელი პოზიციით მარცხენა ვინგერია და იგი მიუნხენის ბაიერნში სერჟ გნაბრისთან ერთად, კარგ შემტევ დუეტს ქმის. მათ უკვე შეარქვეს ახალი რობენი და რიბერი, თუმცა შესაძლოა, ეს დუეტი მომავალ ზაფხულს დაიშალოს.

ამის მიზეზი კინგსლი კომანის მიმართ დიდი ინტერესია. Sky Germany-ის ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფრანგს სამი გრადი: მანჩესტერ სიტი, ბარსელონა და მადრიდის რეალი აკვირდება. კლუბები მოთამაშს დამატებას 2020 წლის ზაფხულში შეეცდებიან.

ამ სამი გუნდიდიან ფავორიტი პეპ გვარდიოლას სიტია. მიუნხენის ბაიერნი დიდი ხანია ცდილობს "ქალაქელების" მოთამაშის ლეროი სანეს დამატებას. შესაძლოა, გარიგებაში გუნდებმა კომანიც ჩართონ და ამის გათვალისწინებით, ფრანგი ინგლისში აღოჩნდეს.

ბარსელონას სურს ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატოს, რომელიც ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ გამოცდილია. კომანი იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ნეიმარი და ახლგაზრდა კინგსლი ბევრად იაფი ღირს ვიდრე ბრაზილიელი.

ფრანგის დამატება და შეტევის გაძლიერება უნდა მადრიდის რეალსაც. ესპანური კლუბი ფიქრობს, რომ კომანი გამოცდილი და პროდუქტიული მოთამაშეა. კლუბებს კინგსლის დამატება დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.   

კომენტარები

ბოლო ამბები