Thumbnail

'ფეხბურთი კრივს ჰგავს' - დიეგო სიმეონეს პასუხი კრიტიკოსებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოს თავკაცმა ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულთან გამარჯვება გაიხსენა
  • 50 წლის არგენტინელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მის გუნდს გაუმართლა 

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კიდევ ერთხელ უპასუხა ლივერპულის თავკაცის იურგენ კლოპის კრიტიკას მისი გუნდის თამაშის სტილთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის 1/8-ფინალში ატლეტიკომ მოქმედი ჩემპიონი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. შინ ანგარიშით 1:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდელებმა “ენფილდზე” ჩატარებულ დრამატულ მატჩში, ორბურთიანი ჩამორჩენა დამატებით ტაიმებში აღმოფხვრეს და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს - 3:2. 

"ფეხბურთი კრივს ჰგავს - უნდა იცოდე, როდის შეუტიო. ჩვენ ვიცით ჩვენი ღირსებების შესახებ. მაგალითად, როდესაც ლივერპულთან ვთამაშობდით, რომელიც ბრწყინვალე გუნდია, ვიცოდით, რომ მისთვის პრობლემების შექმნა შეგვეძლო. 

როდესაც ისინი ამბობენ, რომ გაგვიმართლა, მე ვფიქრობ გუნდზე, რომელიც 0:2-ს აგებდა, შემდეგ კი გაიტანა 3 გოლი. ეს გამართლება აღარაა. მატჩი მთლიანად უნდა შეაფასო", - ამბობს 50 წლის არგენტინელი სპეციალისტი.

ენფილდზე სტუმართა ორი გოლი მარკოს ლორენტემ გაიტანა

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ორჯერ კი ევროპალიგაზე გაიმარჯვა. არგენტინელის გაწვრთნილმა მადრიდელებმა ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს.

კომენტარები

ბოლო ამბები