Thumbnail

ტელეფონი 24-კარატიან ოქროში - საჩემპიონო საჩუქრები პსჟ-ის ფეხბურთელებისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიგა 1-ის მოგებისთვის, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები ძვირფას საჩუქრებს მიიღებენ
  • პარიზული კლუბის მოთამაშეებს 24-კარატიანი ოქროთი მორთული ტელეფონები ექნებათ 

ფრანგული საფეხბურთ კლუბის პარი სენ-ჟერმენის მოთამაშეები, ლიგა 1-ში გამარჯვებისთვის, კლუბის პარტნიორი კომპანია I Design Gold-ისგან ექსკლუზიურ, ძვირფას პრიზებს მიიღებენ. 

პარიზელი ფეხბურთელები დასაჩუქრდებიან ტელეფონის შალითით, რომელიც 24-კარატიანი ოქროთი იქნება მოოქროვილი, ზედ კი მათი სახელები და ნომრები, ასევე ლიგა 1-ის ლოგო იქნება ამოტვიფრული. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის 2019/20 წლების ჩემპიონატი ვადამდე, აპრილის ბოლოს დასრულდა, ჩემპიონად კი პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა, რომელსაც სეზონის შეჩერების მომენტში სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი ეკავა და უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებდა. პარიზული კლუბისთვის ეს ბოლო 8 წელიწადში მეშვიდე ჩემპიონობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები