Thumbnail

შალკეს 3 ქულა მიართვეს | ბაიერნის ჩემპიონობა გადაიდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გერმანიის ბუნდესლიგაში 27-ე ტურის მატჩები ჩატარდა.
  • შალკემ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო მინიმალური ანგარიშით.
  • მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონობა მინიმუმ მომავალ კვირამდე გადაიდო.

ვოლფსბურგი 0:1 შალკე

გელზენკირხენის გუნდმა ლამის წააგო. დომენიკო ტედესკოს შეგირდებმა ვერ შეძლეს ვერცერთი ბოძებული მომენტის გამოყენება, ვოლფსბურგმა კი იმდენი ქნა, ჯერ პენალტი გააფუჭა, ბოლოს კი საკუთარ კარში გაიტანა. 

შალკეს თავკაცმა თავიდან ისეთივე ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, მისთვის წინა შეხვედრებში რომ მოჰქონდა შედეგი. მაგრამ თუკი უწინ გუნდი მოგებას მინიმუმიდან წურავდა, დღეს წარმატებისთვის ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მიზანს მაინც მეტოქის შეცდომის წყალობით მიაღწია.

თავის მხრივ, მასპინძლებიც ცდილობდნენ შეტევას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც შალკე ნაკლებად აქტიური ჩანდა. მაგრამ როდესაც პენალტიც ვერ გაიტანეს (76-ე წუთზე რალფ ფერმანმა პაულ ვერჰაგს აუღო), ნათელი გახდა, რომ მასპინძლები 3 ქულის მომპოვებლები არ იყვნენ. 

რალფ ფერმანის ნახტომი

ვერ გაიტან, გაგიტანენ! ათი წუთის შემდეგ "ფოლკსვაგენ არენაზე" გოლი ვოლფსბურგის კარში მართლაც გავიდა, ოღონდ, მასპინძელთა მეკარე მისსავე თანაგუნდელმა რობინ კნოხემ დაამწუხრა.

საბოლოოდ, შალკემ გაიმარჯვა და მიუნხენის ბაიერნის ვადამდელი ჩემპიონობის საკითხიც მომავალი ტურისთვის გადაიდო. დღეს კი გელზენკირხენის გუნდს 49 ქულა აქვს და ლიდერს 17 ქულით ჩამორჩება.

დომენიკო ტედესკომ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩის მოგება ასე გამოხატა:

სხვა მატჩები

ჰამბურგი 1:2 ჰერტა

აუგსბურგი 1:3 ვერდერი

აინტრახტი 3:0 მაინცი

გლადბახი 3:3 ჰოფენჰაიმი

ფრაიბურგი 1:2 შტუტგარტი

კომენტარები

ბოლო ამბები