Thumbnail

მონპელიე, სტად ფრანსე, პერპინიანი - სად გადადის კაკოვინი?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 'მიდი ოლიმპიკის' ცნობით, ვასილ კაკოვინი პერპინიანში ითამაშებს
  • რასინგში ავსტრალიელი ვარსკვლავები მივიდნენ

ვინაიდან, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ფრანგული TOP 14-ის სეზონი გაუქმდა, 30 წლის ვასილ კაკოვინის კარიერა რასინგში დასრულებულია, მას კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ.

ჩაშლილ ჩემპიონატში რასინგი მე-3 ადგილზე იყო. კლუბმა უკვე გამოაცხადა ორი ავსტრალიელი ვარსკვლავის დამატება: კარტლი ბილი და ლუკ ჯონსი მომავალი სეზონიდან რასინგში ითამაშებენ. 

გუნდიდან წასული ბენ ვოლავოლა ოფიციალურად გადავიდა პერპინიანში. "მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, პერპინიანში გადადის ქართველი ფორვარდიც. 

ვასილ კაკოვინს ბოლო დღეებში ჯერ მონპელიეს უკავშირებდნენ, შემდეგ სტად ფრანსეს, ახლა კი პერპინიანს, რომელიც PRO D2-ის შეწყვეტამდე ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები