Thumbnail

ბარსაში ლაუტაროს ხელფასი ცნობილია - ტრანსფერს ერთ-ორ კვირაში ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არგენტინელი ფეხბურთელის ახალი ფასი 90 მილიონი ევროა
  • ინტერი გარიგებაში ბარსელონას მოთამაშეების ჩართვას ითხოვს

ლაუტარო მარტინესის მილანის ინტერიდან ესპანურ ბარსელონაში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება. აღნიშნული გარიგების შესახებ ახალ დეტალებს FcInterNews ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კატალონიური გრანდი დათანხმდა ლაუტაროს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, იტალიელებს კი ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ.

ახლა, ბარსამ კონტრაქტის დეტალები იტალიელებთან უნდა შეათანხმოს. ცნობილია, რომ მილანელები ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 111 მილიონ ევროს ითხოვდნენ, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ჟამს კი, მოსალოდნელია, რომ მარტინესის ფასი 90 მილიონამდე დაიწევს.

არსებობს ვარაუდი, რომ ინტერი ბარსელონას მხრიდან გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვასაც მოითხოვს. საუბარია ნელსონ სემედუზე ან ემერსონ აპარესიდოზე. ცნობილი გახდა ისიც, რომ იტალიური გუნდს არ სურს კატალონიიდან არტურო ვიდალის წაყვანა.

FcInterNews-ის ცნობით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული და შესაძლოა, ლაუტაროს ტრანსფერი უახლოეს ერთ-ორ კვირაში გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 49 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. არგენტინის ნაკრებში მისი მაჩვენებლები ასეთია – 17 თამაში, 9 გოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები