Thumbnail
  • ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს ჩატარდება, ფინალი კი - 4 ივლისს
  • ბრძოლას ბაიერნი, აინტრახტი, ზაარბრიუკენი და ლევერკუზენი აგრძელებენ

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესლიგის შემდეგ, ქვეყნის სათასო მატჩების განრიგიც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ტურნირის ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს ჩატარდება, ფინალი კი 4 ივლისს დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალებში მიუნხენის ბაიერნი ფრანკფურტის აინტრახტს გაეჯიბრება, ზაარბრიუკენი კი ლევერკუზენი ბაიერს დაუპირისპირდება.

გერმანია დიდ საფეხბურთო ქვეყანათაგან პირველია, სადაც სეზონის განახლება გადაწყდა. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით გაგრძელდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსით უკვე 171 999 ადამიანია ინფიცირებული, 7 569 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებული 4 224 721 ადამიანია, ხოლო 285 145 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები