- მთავრობას ივნისიდან საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვა შესაძლებლად მიაჩნია
- ტურნირი უმაყურებლოდ დასრულდება, მაგრამ სატელევიზიო რეპორტაჟებით
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ბრძანებით, ინგლისში პრემიერლიგის განახლება 1-ელი ივნისიდან შესაძლებელი იქნება...
ბრიტანეთის მთავრობამ დღეს კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა გამოაქვეყნა - ქვეყანაში 1-ელი ივნისიდან ფეხბურთს "მწვანე აუნთეს". დღეს პრემიერლიგის შეფები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, შეცვალონ თუ არა გეგმები სამთავრობო გადაწყვეტილებების გამო. წესით, მათ პრემიერლიგის განახლება 12 ივნისიდან სურთ.
ბუნებრივია, თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება, მთელი რიგი რეკომენდაციების დაცვით, მაგრამ სატელევიზიო რეპორტაჟები იქნება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დიდ ბრიტანეთში 220 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 32 ათასი კი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
კომენტარები