Thumbnail
  • უეფა ევროთასების საკვალიფიკაციო ტურნირებში ცვლილებებს განიხილავს
  • უარეს შემთხვევაში, ოთხი ქართული კლუბი ევროსეზონის გარეშე დარჩება
  • საკითხი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიდეოკონფერენციაზე გადაწყდება 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, უეფა 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო და ძირითადი ტურნირების ფორმატების ცვლილების შესაძლებლობას განიხილავს. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, შემცირდება შესარჩევი ეტაპების რაოდენობა, უარეს შემთხვევაში კი გამორიცხული არც საკვალიფიკაციო ტურნირების სრულებით გაუქმებაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ეროვნული ლიგასა და საქართველოს თასის გათამაშებაში ნაჩვენები შედეგებით, ევროსაგზურები დინამო თბილისმა, დინამო ბათუმმა, საბურთალომ და 
თბილისის ლოკომოტივმა მოიპოვეს. წესით, ჩემპიონი დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა გამოვიდეს, დანარჩენი სამი კი - ევროპალიგის საკვალიფიკაციოში.
 
უეფას უკვე მოუხდა 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის სტარტის 20 ოქტომბრისთვის გადაწევა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა შესარჩევი მატჩები დროულად. 

დინამო თბილისმა შარშან საქართველოს ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ იზეიმა

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირში 32 ადგილიდან მხოლოდ 6 ერგება კვალიფიკაციიდან გასულ გუნდებს. ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 24 კლუბი ავტომატურად, ეროვნულ ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგებით ხვდება (მათ შორის არიან წინა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულებიც).

ერთ-ერთ ვარიანტად საკვალიფიკაციო ეტაპებზე ორრაუნდიდანი დაპირისპირებების ერთ თამაშამდე შემცირებაც განიხილება.

კიდევ ერთი იდეა ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი შესარჩევი რაუნდის, პლეი ოფის გამართვაა, რომელშიც შედარებით მაღალი რეიტინგის მგონე ლიგების ის 12 ჩემპიონი ითამაშებს, რომლებიც ჯგუფში პირდაპირ ვერ მოხვდნენ.  

დინამო ბათუმის ქომაგი ევროთასის საგზურს დიდ ხანს ელოდა

კიდევ უფრო რთულადაა ვითარება ევროპალიგაში, სადაც ჯგუფური ეტაპის 48 კლუბიდან მხოლოდ 17 ხვდება უშუალოდ შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით.

სავარაუდოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით უეფა გადაწყვეტილებას 27 მაისს, აღმასრულებელი კომიტეტის ვიდეოკონფერენციაზე მიიღებას.

კომენტარები

ბოლო ამბები