Thumbnail

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყანაში რაგბი აგვისტოში ან სექტემბერში დაბრუნდება...

ქვეყნის მთავრობის რეგულაციების თანახმად, სამხრეთ აფრიკაში კონტაქტურ სპორტის სახეობებში შეჯიბრებების გამართვა მხოლოდ ელიტურ დონეზეა დაშვებული. კავშირმა სამხრეთ აფრიკის მთავრობას უკვე წარუდგინა ქვეყანაში რაგბის დაბრუნების გეგმა, რომელსაც შესაბამისი კომიტეტი განიხილავს.

ბუნებრივია, 18 ივლისს დანიშნული ტესტი პორტ ელიზაბეთში "ბოკესა" და "ბორჯღალოსნებს" შორის ვერ გაიმართება. თუმცა ალექსანდერმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ ტესტები შოტლანდიასთან და საქართველოსთან ოქტომბერში გაიმართება. 

ამ სიახლეში კარგი ისაა, რომ სამხრეთაფრიკულ მედიაში ადრე გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო შოტლანდიასთან ორი ტესტის გადადებაზე, ხოლო საქართველოსთან თამაშის გაუქმებაზე, თუმცა შემდეგ სამხრეთაფრიკელებმა დაადასტურეს, რომ ტესტი საქართველოს ნაკრებთან ჯერ არ იყო გაუქმებული. 

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით ჯამში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 194 მათგანი გარდაიცვალა, ხოლო 4 ათას ადამიანზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები